თუ ცივილური სახელმწიფო ხარ, მავნებელ მწერს, რასაკვირველია, უნდა ებრძლო, მაგრამ როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, ფაროსანასთან ბრძლით ცალეკული პირები და ორგანიზაციები სერიოზულ ფულს შოულობენ, ანუ ჩვენი კონფიდენციალური წყაროების მონაცემებით, ფაროსანასთან ბრძოლა კლასიკური კორუფციული გარიგებების სახეს იღებს.
„ზოგადად, ეს ისეთი საკითხია, სადაც კორუფციის დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ თავისთავად ჩნდება კითხვები, რადგან როგორც მე მაქვს ინფორმაცია, პრეპარატი, რომელიც ფაროსანასთან საბრძოლველად უნდა შემოიტანონ, რბილად რომ გითხრათ, უვარგისია,“ - აღნიშნავს „ნიუპოსტთან“ საუბრის დროს კონფიდენციალური წყარო, რომელიც ვარაუდობს, რომ ე.წ. ფაროსანას საქმეს მალე დიდი სკანდალი მოჰყვება.
სკანდალის მიზეზი კი შესაძლოა, ის გახდეს, რომ სახელმწიფომ მავნე მწერის წინააღმდეგ საბრძოლველი პრეპარატის შემოტანაში იმაზე გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე რეალურად ღირს.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა კომპანიამ სახელმწიფოს შესთვაზა, რომ ხარისხიან პრეპარატი იაფად შემოიტანდა, ანუ პირობითად რომ ვთქვათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 29 ლარი დაუჯდებოდა, მაგრამ უწყებას ეს შეთვაზება არც განუხილავს. ამასობაში, გამოჩნდა მეორე პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ პრეპარატის შემოტანა, პირობითად, 33 ლარად შეუძია. ეს წინადადება სამინისტრომ უსწრაფესად განიხილა და „ძვირიან დილერს“ თანხმობაც მისცა. არადა, სპეციალისტებისგან მსმენია, რომ ეს ძვირიანი პრეაპარატი ყოვლად უვარგისია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაროსანა არ განადგურდება და ამდენი მილიონი წყალში ჩაიყრება,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომლის მონაყოლიც შეიძლება, აპრიორი, სიმართლის ბოლო ინსტანცია არ არის, მაგრამ თავისთავად კითხვები ჩნდება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა არსებული ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ბიოპრეპარატი საქართველოში, კერძოდ, ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა უკვე შექმნა, თუმცა როგორც საქმეში ჩხედულნი ამბობენ, ქართელი მეცნიერებთან სახელმწიფოს, მინიმუმ, კონსულტაციაც არ ჰქონია და მწერთან საბრძოლველი პრეპარატის შემოტანას, როგორც აღვნიშნეთ, უცხოეთიდან აპირებს. სწორედ ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის 35 მილიონი, რომელიც ფაროსანასთან საბრძოლველად გამოიყო, საქმეს კი არ მოხმარდება, არამედ, ვიღაცების ჯიბეში წავა.
P.S. აღნიშნულ თემაზე „ნიუპოსტი“ მუშაობას აგრძელებს და ფაროსანას პროგრამაში არსებულ ხარვეზებსა თუ დარღვევებზე ვრცელ წერილს მოგვიანებით შემოგთვაზებთ
მასალის გამოყენების პირობები






