მიზეზი მათი ორმხრივი მოქალაქეობა გახდა. საქართველოში დღეისთვის არსებული კანონის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ეკრძალება პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება. ამის გამო სავარაუდოდ საარჩევნო მარათონში მონაწილეობას ვერ შეძლებს სალომე ზურაბიშვილი. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ცესკოში ყველანაირი პროცედურა დასრულებული უნდა იყოს.
ეკა აზარაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი: ,,23 განაცხადია სულ ცესკოში შემოსული და შესაბამისად ამდენივე საპრეზიდენტო კანდიდატია წარმოდგენილი.
ორ საინიციატივო ჯგუფს ჩვენ უარი ვუთხარით იმის გამო, რომ კანდიდატს ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა. ქალბატონ სალომეს ჯერ-ჯერობით არ მოუმართავს ჩვენთვის ანუ ის არ არის წარმოდგენილი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის საკითხს, როგორც ჩვენ წინა შემთხვევებში მოვიქეცით ორ საინიციატივო ჯგუფთნ მიმართებაში, ზუსტად იგივე კანონმდებლობა ვრცელდება ამ საკითხზეც“.
მასალის გამოყენების პირობები






