როგორც გამოცემა „სანი“ წერს, ლუა ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში ზედოზირებით გარდაიცვალა. ის ექიმებმა იპოვეს საკუთარ პალატაში.
ბოლო სამი თვის განმავლობაში, ეს პორნოინდუსტრიის უკვე მეხუთე გარდაცვლილი წარმომადგენელია.
განსაკუთრებით ხმაურიანი იყო დეკემბერში მომხდარი შემთხვევა, როდესაც 23 წლის კანადელმა პორნოვარსკვლავმა,ერსედეს გრაბოვსკიმ (ცნობილი როგორც ოგასტ ეიმსი), სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გოგონა საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც გაირკვა, ოგასტ ეიმსმა უარი განაცხადა გეი მსახიობთან ერთად ფილმში მონაწილეობაზე, რასაც სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, ის ჰომოფობიაში დაადანაშაულეს.
თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე ოგასტ ეიმსმა „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც აღნიშნული ბრალდებებისგან თავს იცავდა.
მასალის გამოყენების პირობები






