ოფიციალური პარიზის ამ მოთხოვნას ანკარა ტერორისტების მხარდაჭერად აფასებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს თქმით, პარიზის ეს ქმედება თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.
სირიაში, აფრინის რეგიონში, სადაც თურქეთის არმიამ დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ რამდენიმე პოზიცია გაანადგურა, სამხედრო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას უკანასკნელი ტერორისტის ლიკვიდაციამდე გააგრძელებს.
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 2 დღის წინ დაიწყო. დაბომბვის შედეგად ქალაქ რეიჰანლიში ერთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
მედიის ცნობით, თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე იობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.
მასალის გამოყენების პირობები






