შალვა რამიშვილმა გაიხსენა, როგორ "ააგდო" თანამოსაკანეებთან ერთად ციხეში ბანკირი
საზოგადოება - 09:05, 24 Jul, 2013     3287

 

"ვსიო, ახლა მოვყვები ერთ ციხურ ისტორიას. მოკლედ, მესამე წელია ვზივარ. უკვე აღარ მგონია რომ "სვაბოდა" არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ სულ აქ ვიჯდები, ყოველდღე შევჭამ "ბალანდას", ვითმაშებ ნარდს "ატჟიმანიებზე", ზამთრის გრძელი საღამოებს "შკონკაზე" წამოვწვები, ჩაის დავლევ და მოვისმენ ფანტასტიურ ეპიკურ ისტორიებს ქურდებზე, რომლებიც ზონებს "აშავებდნენ" "ციმბირებში". ციხეში ცოტაა გასართობი. კამერაში ოცნი ვართ . ორი წელია ერთმანეთს ვუყურებთ. არც ერთს არ გაგვიტარებია ერთად ამდენი დრო ვინმესთან, არც ცოლთან, არც ძმაკაცთან.

 

ყველა ძალიან ჩემიანია, სუნთქვით შეიძლება "კუტკავიკი" იცნო. სიხლის სამართლის საქმე (ნუ რასაც ედავებიან ეს ბოზები), ჯანმრთელობის ისტორია, გარეთ დარჩენილი პადელნიკები – ყველაფერი ვიცით, ყველაფრის აზრზე ვართ, ყველას ვიცნობთ. ვეღარ ვერთობით, სიახლე არაა. ამ დროს კარები იღება და შემოჰყავთ ახალდაჭერილი. ოოო... თქვენ არ იცით რა მაგარია ახალდაჭერილი. "სვაბოდის" სუნი ასდის, "სუდიდან" მოყვანილს თეთრი პერანგი აცვია, აცვია ქუსლიანი ტყავის ფეხსაცმელებიც (შნუროკებ ამოცლილი და ამიტომ ძალზედ უმწეოდ მომზირალი). თვალებს აცეცებს... ეშინია... მონსტრები ვგონივართ, მკვლელები და ყაჩაღები.

 

ჩემი ძმაკაცი ეძახის. ჩაის აწვდის, ეკითხება ვინა ხარ, რაზე დაგიჭირეს, რას გაბრალებენო? (აქ ყველას რაღაცას "აბრალებენ") ბანკში მუშაობდა თურმე, სიაფანდი კრედიტები გამოწერა საკუთარ თავზე და ჩასვეს. უკვე ვიცით, რომ ვაკეში ბინას გააყიდინებენ, მაყუთს მიატანინებენ და გარეთ გამოუშვებენ. იმისათვის, რომ ეს პროცესი დააჩქარონ სერიოზულ დამნაშავეებში ჩასვეს, სადაც უფრო ცუდად იქნება. ვიღაცეები ლეიბს აძლევენ, ვიღაცეები "ადიალას" ხვალამდე... ხვალ დედა მოუტანს რაღაცეებს. "ბანკირი" იშმუშნება, მადლობას გვიხდის. ჰმ... "მადლობა", რა მაგარი სიტყვაა – "სვაბოდის" სიტყვა. მოკლედ ღამდება. ახალი ვერ იძინებს, წრიალებს.

 

ჩემი ერთი ძმაკაცი მეორეს თვალს უკრავს და ხმადაბლა ეუბნება " მოდი ეს ბაზარში გავუშვათო", "არ გინდა ცოდოაო" პასუხობს მეორე. ამ დროს მესამე წამოყოფს თავს "მიდი რა ვქნათ ეგო, გავერთოთ მაგის დეც მ...ანო" გადაძახეს რეშკიდან "კლიუჩნიკს" "ვასო ამოიხედეო". ამოვიდა ვასო. ეს ეუბნება ჩემი ძმაკაცი, "ბაზარში ვუშვებ კაცსო" "ბაზარი არააო" ვასომ. კამერაში გამოცოხლებაა, მცირედი ჩოჩქოლიც კი, ბაზარში ვუშვებთ კაცს ხუმრობა საქმე ხომ არაა?! ახალი ხვდება, რომ რაღაც ხდება, თავი წამოყო, იყურება.

 

ჩემი ძმაკაცი ჯდება მაგიდასთან და აცხადებს "აბაო, ხვალო "ლებედა" ბაზარში ვერ წავაო და რა ვქნათო" "რათა ლებედო" ეკითხება ხალხი. "ნარუშენია ჩამიწერეს ბოზებმაო, პრავერკაზე გვიან რო გავედი დილითო" "ვა, რა ვქნათო" შეწუხდა ყველა. დაიწყეს სხვა კანდიდატურების შერჩევა ახალი მეკითხება "რა ხდებაო?" მე მენდობა... მაინც "ცნობადი სახე ვარ" მეცოდება, მაგრამ ვერ გავუტეხავ ბიჭებს.. "არაფერი... თვეში ერთხელ ბაზარში ვუშვებთ კაცს მეთქი, ბადრაგთან ერთად რუსთავის ბაზარში მიდის და პრავიზია მოაქვს თქო. ხვალ "ლებედას" რიგი იყო და აი ვერ მიდის თქო" ტიპი იძაბება, იასნია გარეთ მოუნდა – "სვაბოდაზე ". "მე წავალო" მეუბნება. "ნაზარ" ვეძახი ნაზარას "ბანკირია მოხალისე მეთქი" ნაზარა მოტრიალდა. ყოველთვის მაოცებდა მის არტისტიზმი... კარტის თმაშის დროს ისეთ სახეს მიიღებს თითქოს სულ არა ჰყავს "ვზიატკა"... აი ახლაც ბანკირს უყურებს თვისი "ფირმენნი" "დერზკი"მზერით და მეუბნება "არა ტო, გაიქცევაო" "არა რა გაიქცევა" ვპასუხობ "დღეს–ხვალ გარეთ გამოაგდებენ საპროცესოთი "პაბეგზე" სროკს არ დაიმატებს მეთქი" "ატვეჩაი ხარო?" მეკითხებიან "ვარ მეთქი!" ვპასუხობ. "კარგი, მაშინ ვასოს დავუძახებთ და ვეტყვითო". უძახიან "კლუჩნიკ" ვასოს. ამასობაში ეს ბანკირი დგება, ფეხსაცმელებში უყრის ფეხებს. ვეუბნები "ძმაო, ახლა მეთქი მე გავხდი შენზე "ატვეჩაი" და სისულელე არ ქნა თქო" "არა არა რას ამბობო" – მაწყნარებს.

 

ამოვიდა ვასო. ჯერ უარზეა . "რო გაიქცეს მერე რა ვქნაო?" "არ გაიქცევა, წყნარი და პატიოსანი ბიჭია, ბანკირიო" – "ამშვიდებენ" პატიმრები. "ხარაშოო" თანხმდება ვასო "მოემზადოსო". აი ახლა იწყება ყველაზე მაგარი: ბანკირი ჯდება "შკონკაზე" ხელში იღებს ფურცელს და პასტას და წერს იმ პორდუქტების სიას, რომელიც ბაზარში უნდა იყიდოს. სიურეალისტური სანახაობაა.უმკაცრესი რეჟიმის ს/ა დაწესებულებაში, სადაც სასჯელის საშუალო ვადა 20 წელია, სადაც ყველა რეციდივისტია, ჩვენს კამერაში ზის ტიპი, რომელიც ბაზრის სიას ადგენს... და თან რა გულმოდგინებით ადგენს. ტომსონა ეუბნება ჩაწერე "ღორის ჯიგარი 3 კილოო" ესეც წერს. "კახელი" ამატებს "ნიგოზი 4 კილო იყიდეო " – ესეც ინიშნავს. ყურშა მწვანილს აწვება: " ქინძი, პეტრუშკა, ოხრახუში არ დაგავიწყდეთო". ნელ ნელა ყველას საღერღელი ეშლება ... ახსენდებათ სვაბოდა... ზოგი რას იძახის, ზოგი – რას. ეს ბანკირი გულმოდგინედ ინიშნავს. კამერაში უკვე სუნები დგება, ტაფაზე კატლეტის შიშხინის ხმა გვესმის, ნერწყვი გვადგება. მოკლედ სამთაბახიანი სია გამოდის.

 

"ამდენს ეს ერთი კაცი ზიდავსო?" კითხულობს ნაზარა. ლეგიტიმური კითხვაა. ბანკირი ამბობს "წამოვიღებ, ყოველდღე ვვარჯიშობდი ტრენაჟორებზე გარეთო" "აბა ვნახოთო, აი ეს გირები 10 10 კილოიანია და აწიეო" (გირები გვქონდა "სამადელნი" ქვიშით სავსე) ეს ბანკირი მიდის გირებთან ხელს ავლებს და სწრაფად წევს მაღლა. "ვა... საღოლო" ეუბნებიან პატიმრები. ესეც იცინის... გირები უჭირავს თავს ზემოთ და იცინის. "კაიო..." ეუბნება ნაზარა, "ახლა ჩაიცვიო, ეს სუმკები დაიჭირეო და გახვალ გარეთო". ბანკირი იცვამს თავის სვაბოდის "კაშარელის" პალტოს, სვაბოდის თეთრ კაშნეს იხვევს ყელზე ჩანთებს იკავებს ხელში და დგას კარებთან.

 

სცენა შეშდება... სურათი ასეთია : ტიპები, რომლებიც გარეთ ალბათ კარგა ხანია ვერ გავალთ, ბანდიტები, თაღლითები ქურდები, ოხრები და მამაძაღლები ვზივართ და ვუყურებთ სხვა სამყაროდან მოსულ მასტს, რომელიც კამერის კარებთან დგას, ხელში ჩანთები უკავია და გულის ჯიბეში სამთაბახიანი სია უდევს – ბაზარში მიდის. ფიქსირდება ჩვენს სახეები, ვუყურებთ ამ საოცრებას... თეთრ მტრედს – ჩვენს უკუნში შემოფრენილს. ძალიან გაუხეშებულები ვართ... პატიმრები ვართ და იმიტომ... შენძრეულები უნდა ვიყოთ, თორემ დავიბრიდებით. ამიტომ გულსაც გვიჩუყებს ასეთი გულუბყვრილობა. მტრედი დგას... უხარია, გარეთ გავა... სვაბოდის მასტებს დაინახავს, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავს.

 

გასაღები ტრიალდება. ვასო კარებს აღებს. "ბანკირი" გვიღიმის, ერთს ღრმად ჩაისუნთქავს და გარეთ გადის. მერე ყველაფერი მარტივადაა. დეპეენკა (деЖурный ПомоШник Начальника колонии) ამჩნევს ჩანთებიან პატიმარს, რომელიც მხნედ მოაბიჯებს პლაცზე. "სად მიდიხარო" ეკიხება და პასუხის გაგონებაზე ხარხარს იწყებს. საყოველთაო მხიარულება ისადგურებს ზონაზე. ბანკირი უკან ამოჰყავთ. იცინის ნაზარა, ტომსონა, კლიუჩნიკი ვასო... მეც ვიცინი. ბანკირი ძლივს იღიმის... არ ეცინება რა.

 

დილით "პრავერკის" შემდეგ სახლში რეკავს, რაღაცას გაცხარებით ელაპარაკება თავისიანებს. იმ საღამოსვე მიჰყავთ და მეორე დღეს საპროცესოთი გარეთ უშვებენ. ჩვენ კი ვრჩებით აქა უკატლეტოდ, "უსვაბოდოთ"... კაშნეს ვუყურებთ თეთრს... ბანკირს რომ დარჩა სიჩქარეში", - წერს შალვა რამიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42