ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებათა აზიის კომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
საშინელი აღსასრული არიფას მხოლოდ იმიტომ ხვდა წილად, რომ ის ოჯახის წევრებისგან მალულად მობილურ ტელეფონს ინახავდა და, სავარაუდოდ, იყენებდა. ახალგაზრდა ქალის ჩაქოლვის გადაწყვეტილება პანჩაიატმა მიიღო, რომელიც ოფიციალური ორგანო არ არის, მაგრამ ადგილობრივები სწორედ მას მიმართავენ სადაო საკითხების გასარკვევად.
არიფას ქვებსა და აგურებს ბიძა, ბიძაშვილები და სხვა ახლო ნათესავები მანამდე ესროდნენ, სანამ ის არ გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ სხვა ნათესავებისთვის არ უცნობებიათ და არ ჩატარებულა ტრადიციული რიტუალი, რომელსაც პროვინციაში გარდაცვლილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად მართავენ.
არიფა დასახლებიდან შორს, უდაბნოში დაკრძალეს, ხოლო დედის ნეშტთან გამოთხოვების უფლება მის შვილებსაც არ მისცეს. პოლიციამ პანჩაიატის წინააღმდეგ რაპორტი შეადგინა, თუმცა არავინ დაუკავებიათ და, შესაბამისად, არც დაუსჯიათ.
შენიშვნა: ფოტოზე გამოსახულია კადრი ფილმიდან "სორეიას ჩაქოლვა" და მას ზემოთაღწერილ ისტორიასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






