მაკედონიაში, ქვეყნის ახალ სახელწოდება რეფერენდუმის მეშვეობით შეიცვლება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა.
ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ რესპუბკლიკას თავისი სახელწოდების გამო საბერძნეთთან უთანხმოება აქვს, რაც მას დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
მოლაპარაკებები ამ საკითხზე გაეროს შუამავლობით მიმდინარეობს და როგორც მაკედონიის პრემიერი ამბობს, პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
მაკედონიას სახელის შეცვლისკენ ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც მოუწოდა. სტოლტენბერგმა სკოპიეში, ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მიესალმება მაკედონიის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ვითარების „რეალისტურად“ შეფასებას, რადგან ჯერ კიდევ ბევრი საქმე უნდა გაკეთდეს. ეს ეხება სახელწოდება „მაკედონიის“ გარშემო საბერძნეთთან დავასაც, რომელიც სტოლტენბერგის აზრით, მეტისმეტად დიდი ხანია გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






