პუტინმა, მისი უძლეველობის მითის გამყარება წელსაც გადაწყვიტა, კვლავ ითამაშა მართლმადიდებელი ქრისტიანების „გრძნობებზე“ და ნათლისღების დღესასწაულს ნლო-სტოლობენსკის მამათა მონასტერში წყალში შთაფვლის რიტუალში მიიღო მონაწილეობა. მისი შიშველი ტორსიც კიდევ ერთხელ დაგვანახა. ეს არავის გაკვირვებია. პუტინი ცნობილია თავისი პიარ-ქმედებებით. 65 წლის პუტინი შიშველი ტორსით მისი, როგორც ძლიერი მამაკაცის დემონსტრირებას ცდილობს, ცხადია.
თუმცა, ამ პიარსვლაზე უფრო საინტერესო ის არის, მართლა ჩავიდა თუ არა პუტინი ყინულივით ცივ წყალში?

რუსულ ფორუმებზე წერენ, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ მოიტყუა და ის არა ცივ, არამედ ნორმალური ტემპერატურის წყალში ჩავიდა. ამის არგუმენტად კი მისი სახე მოჰყავთ, რომელიც ერთხელაც კი არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი „ყინულოვან“ წყალში ჩავიდა. მისი პრესსპიკერი ამას იმით ხსნის, რომ პუტინს ბევრჯერ მიუღია მსგავს რიტუალში მონაწილეობა და ამ სირთულეს შეგუებულია. პუტინის შეუდრეკელი სახის მიზანიც ხომ ის არის, რომ სიძლიერეში და ამტანობაში დაარწმუნოს ყველა - უძლეველმა პუტინმა უდრტვინელად აიტანა სასტიკი სიცივე, ისე რომ წარბიც არ შერხევია!
საუბრობენ მეორე ფაქტზეც - თუკი მართლა ციოდა და წყალიც ცივი იყო, სად გაქრა ორთქლი? ორთქლი არც „ყინულივით ცივი წყლიდან“ მოდიოდა და არც მაშინ, როცა პუტინი სუნთქავდა.
მოკლედ, როგორც ჩანს, პუტინი, დახურულ სივრცეში, კომფორტულად მოწყობილ სივრცეში „განიწმინდა ცოდვებისგან“ . თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნულ ტბაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა +6 + 7 გრადუსია, ნათლისღების დღეს კი +13 ყოფილა, "ყინვაგამძლე" პუტინს წყალში ჩასვლა არც უნდა გაჭირვებოდა.


ეს კი "მოკვდავი" რუსების რეაქციები წყალში შთაფვლისას:




მასალის გამოყენების პირობები






