14 წლის ემი ევერტმა, რომელიც ავსტრალიური ქუდების კომპანია AKUBRA-ს სახე იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, „მოჭარბებული“ ინტერნეტ ბულინგის შემდეგ.
ჯერ კიდევ 9 წლის იყო, როდესაც კომპანია AKUBRA-ს სახე გახდა. გოგონას რეკლამებში იღებდნენ, მისი ფოტოები ბილბორდებზე იყო, რამაც პოპულარულობა მოუტანა. ემის მეტსახელად დოლი შეარქევს. ასე ეძახდნენ მას ოჯახის წევრებიც. თუმცა, გოგონა ხშირად ხდებოდა უსაფუძვლო კრიტიკის, უფრო მეტად კი ლანძღვის ობიექტი სოციალურ ქსელებში., ძირითადად კი მისი თანატოლებისგან.
ემის მშობლების თქმით, ბოლო წლებში გოგონას წინააღმდეგ ერთგვარი ბულინგის ტალღა დაიწყო, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ.
ამ ყველაფერმა კი ფატალური შედეგი გამოიღო. მრავალწლიანი ბულინგსა და დამცირებას ემიმ ვერ გაუძლო და 2018 წლის 3 იანვარს , 14 წლის ასაკში თავი მოიკლა.
გოგონას მშობლებმა და დამ ბულინგის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს სახელწოფებით „დოლის ოცნება.“ მისმა მამამ კი ფეისბუკზე დაწერა: "ნუ იქნები ჩუმად, თუნდაც ხმა გიკანკალებდეს.”
განცხადება გააკეთა იმ კომპანიამაც, რომლის სარეკლამო სახე იყო დოლი.
„ამ გოგონას ბევრი თქვენგანი იცნობს, ჩვენი საშობაო რეკლამებიდან. ახლა ის ჩვენთან აღარ არის. ნებისმიერი სახის ბულინგი მიუღებელია. დროა, მის წინააღმდეგ გავერთიანდეთ და ხმა ამოვიღოთ, როდაც მას გადავეყრებით“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






