მიზეზი დაფინანსების არარსებობა გახდა.
აშშ-ის სენატმა დროებითი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა. ეს არის მთავრობის მუშაობის შეჩერების პირველი შემთხვევა იმ პირობებში, როცა კონგრესი და თეთრი სახლი ერთი - რესპუბლიკური პარტიის მიერ იმართება.
შესაბამისი კანონპროექტის მიღების საშუალება სენატში რესპუბლიკელებს დემოკრატებმა არ მისცეს. მათ ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარი ე.წ. საემიგრაციო კანონპროექტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თქვეს.
"დღეს, დემოკრატებმა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე წინ პოლიტიკა დააყენეს. ჩვენ არ დავიწყებთ მოლაპარაკებებს უკანონოდ შემოსულ იმიგრანტების საკითხზე, მაშინ როცა დემოკრატები თავიანთი უგუნური მოთხოვნების ტყვეობაში ამყოფებენ მოქალაქეებს" - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.
მომხდარი ნიშნავს, რომ ფედერალური უწყებების მილიონამდე თანამშრომელს უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ.
კენჭისყრა სენატში კაპიტოლიუმის შენობასთან საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






