დოკუმენტში მთავარ საფრთხეებად არა ტერორიზმი, არამედ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეაა დასახელებული. მათთან სტრატეგიული მეტოქეობისთვის პენტაგონი დამატებითი ინვესტიციის აუცილებლობაზე საუბრობს.
„რუსეთმა დაარღვია მეზობელი სახელმწიფოების საზღვრები. ის ცდილობს ვეტოს უფლება გამოიყენოს მეზობლების გადაწყვეტილებებში, ეკონომიკაში, დიპლომატიასა და უსაფრთხოების სფეროებში - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც რუსთავი 2 წერს, ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგიის საჯარო ნაწილში საქართველოც არის ნახსენები.
"ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთში დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაციისა და დაზიანებისთვის უკვე იწვევს საკმარის შეშფოთებას, თუმცა როდესაც ეს გაერთიანებულია ბირთვული არსენალის გაფართოებასა და მოდერნიზებასთან, გამოწვევა სრულიად ნათელია"- წერია დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები






