დემნა გვასალია ჩვეულ ფორმაშია და ისევ ყველაფერი აურია - Vetements-ის ახალი კოლექცია
შოუ ბიზნესი - 11:18, 20 Jan, 2018     6758
თუ გვგონია, რომ დემნა ვეღარაფრით გაგვაკვირებს და ბებიამისის ყველა ლუქი ამოწურა, სულ ტყუილად გვგონია.
როგორც მოსალოდნელი იყო, დემნამ ისევ ყველაფერი აურია და მთელი მსოფლიო მასზე აალაპარაკა კიდევ ერთხელ.
გუშინ, პარზში, Vetements-ი მამაკაცის შემოდგომა/ზამთარი 2018-ის კოლექცია წარადგინა მომენტის ყველაზე არაპროგნოზირებადმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ.
კოლექციის ნახვისას, როგორც ყოველთვის, ქართველებმა ბევრი ვიცინეთ, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიო დონის მოდის კრიტიკოსებზე, რომლებიც როგორც ყოველთვის აღფრთოვანდენ და უფრო მეტიც, მოდის ბიბლიად წოდებულმა Vogue-მ "მარჯიელაში" გალიანოს კაცის ხაზის დებიუტი ჩამოხსნა მთავარი გვერდიდან და"ვეტმანი" დადო.


როგორც მოდური გამოცემები წერენ, ჩვენებაზე ქართველებიც გამოვიდნენ, თუმცა, ვინაიდან პროფესიონალ მოდელებს დემნა არ წყალობს, უცნობია, ვინ იყვნენ ეს ქართველები.
ჩვენების ბოლოს კი თაკო ჩხეიძესთან ერთად ჩურჩხელაც შეჭამა.




ჩვენება, დემნას მეგობარმა, სტილისტმა ლოტა ვოლკოვამ გახსნა.
სავარაუდოდ, უკვე ვიცით რა იქნება სეზონის ახალი ჰიტი - გრანდიოზული ბოტასები ისევ კოლექციაშია, ოღონდ მოდიფიცირებული.
მოკლედ, ნახეთ დემნას მორიგი ავანტიურა და დარწმუნდით, რომ ჩვენი ბიჭი ისევ ფორმაშია




Vetements-ისა და Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია.


კოლექციები, ქართველებისთვის ხშირად ღიმილის მომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.

დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.

Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს.

მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის , დემნა გვასალია პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებულიც გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42