ვაქცინა, რომელიც გრიპის ყველა სახეობას დაამარცხებს
ჯანმრთელობა - 16:54, 19 Jan, 2018     2317

ბრიტანელი ფარმაცევტები გრიპის უნივერსალური ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. იგი ახლა კლინიკურ გამოცდას გადის, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, ეს იქნება მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც აშკარად გააუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას და მოხსნის ე.წ. სეზონური ვაქცინაციის აუცილებლობას.

მიზეზი, რომლის გამოც გრიპთან ყოველწლიური ბრძოლა გვიწევს არის მისი მუტაციისა და ადაპტაციის უნარი. გლობალური კოორდინაციის მეშვეობით, გამოვლენილია რამდენიმე შტამი, რომელიც ყველზე მეტადაა გავრცელებული ჩვენს პლანეტაზე, რაც საშუალებას გვაძლევს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ვაქცინა შეიქმნას. ამ ვაქცინაციას სხვადასხვა ეფექტი აქვს და მისი წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ბუნებრივია, ჩვენი ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა, უნივერსალური ვაქცინის შემთხვევაში, რომელიც თითქმის ყველა შტამისგან დაგვიცავდა და რამდენიმე წლის განმავლობაში იმოქმედებდა.

ბრიტანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ასეთი ეფექტი ექნება ოქსფორდის უნივერსიტეტის კერძო განყოფილების - Vaccitech-ის მიერ დაპატენტებულ MVA-NP + M1 ვაქცინას, რომელმაც, მისი შექმნისა და გამოცდისთვის 27,6 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა და ახლა კლინიკური გამოცდის მეორე ფაზას გადის.

პირველ ეტაპზე ვაქცინამ უსაფრთხოების ტესტი გაიარა 145 ადამიანზე. ახლა ამოწმებენ, რამდენად იცავს იგი ადამიანს გრიპისგან.

სავარაუდოდ, MVA-NP + M1 იმოქმედებს სხვა ვაქცინებისგან განსხვავებული მეთოდით. იგი გააძლიერებს Т-უჯრედებს, იმუნური უჯრედის ერთერთ ნაირსახეობას, რომელიც უკვე "იცნობს" გრიპის ვირუსს და იყენებს მის სტაბილურ მარერიას მასთან საბრძოლველად.

ამჟამად ექსპერიმენტი ტარდება 862 ადამიანზე, რომლებიც 65 წლის და ზემოთ ასაკის არიან. ცდის დროს ყველა მათგანს ეძლევა ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ და თუ აღმოჩნდა, რომ ვაქცინა მათ გრიპისგან დაცვის უნარს გაუძლიერებს და ეს დიდხანს გაგრძელდება, ცდები მესამე ეტაპზე გადაინაცვლებს. მეორე ეტაპის დასრულება 2019 წლის ოქტომბრისთვისაა ნავარაუდები.

"თუ მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდება, ჩვენი პარტნიორები ვაქცინას უკვე ჰოსპიტალურ პირობებში გამოცდიან" - განაცხადა Vaccitech-ის დირექტორმა ტომ ევანსმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ MVA-NP + M1 ერთადერთი უნივერსალური ვაქცინა არ არის. გრიპის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებებზე სხვა ქვეყნების მედიკოსებიც მუშაობენ და შედეგს 5-7 წლის მანძილზე ელიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42