ბელორუსული მედიის ცნობით, ქარდავა 17 იანვარს, შარიქაძე კი 18 იანვარს მინსკის აეროპორტში დააკავეს.
გელა ქარდავას რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. დაკავებისასა მან დაადასტურა, რომ „კანონიერი ქურდია.“ მისივე თქმით, ბელორუსში რუსეთიდან ჩავიდა 16 იანვარს, საიდანაც სტამბოლში აპირებდა წასვლას, ე.წ. ქურდულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქარდავამ „სტატუსი“ 22 წლის წინ მიიღო. „გელა გალსკი“ ასლან უსოიანის დაჯგუფების წევრი იყო, რომელიც დედ ჰასანის სახელით არის ცნობილი და რომელიც 2013 წელს მოკლეს.
რაც შეეხებ სულიკო შარიქაძეს, ბელარუსში რეგისტრაციისა და მიგრციის ბარათის გარეშე იმყოფებოდა. ის რუსეთის ციხიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, სადაც ნარკოტიკების მომხარებისა და იარაღის უკანონო შენახვის გამო იჯდა.
მასალის გამოყენების პირობები






