54 წლის დევიდსა და 49 წლის ლუისას 13 შვილი , რომელთა ასაკი 2-იდან 19-წლამდე მერყეობს, ოთახში ჰყავდა გამომწყვდეული და უფრო მეტიც, ლოგინზე მიჯაჭვული . სწორედ ამ მდგოამრეობაში იპოვეს ისინი სამართალდამცავებმა.
საზარელი ისტორიის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა შვილმა, 17 წლის გოგონამ სახლიდან გაქცევა მოახერხა და პოლიცია გამოიძახა. საქმეზე მომუშავე პროკურორის თქმით, როგორც აღმოჩნდა, გოგონა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა გეგმაზე, ტყვეობისგან თავი დაეღწია,
პროკურორის ცნობით, დატყვევებულ ბავშვებს დღის განმავლობაში ეძინათ და მხოლოდ რამე იღვიძებდნენ.
მშობლები საკვებს ყიდულობდნენ, მაგრამ ბავშვებს არ აჭმევდნენ. უფრო მეტიც, მათ თვალწინ ჭამდნენ.
მშობლები ბავშვებს ბანაობის უფლებას თვეების განმავლობაში არ აძლევდნენ. ბავშვებს მხოლოდ ხელების დაბანა შეეძლოთ. თუ წყალი მაჯის ზემოთაც მოხვდებოდათ, მათ საწოლზე ჯაჭვით აბამდნენ.
ბავშვების უმრავლესობამ არაფერი იცოდა სახლს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. პროკურორის თქმით, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ ვინ იყო პოლიციელი, როდესაც ისინი მათ გადასარჩენად მივიდნენ. არ იცოდნენ რა იყო წამალი.
პროკურორის თქმით, ისინი 17 წლის წინ ტეხასიდან კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად.
„ვიღაცას რამე უნდა ენახა. ვინმეს რამე უნდა შეემჩნია. ჩვენ თქვენი დახმარება გვჭრდება“ - ამბობს პროკურორი ჰესტრინი.
ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია . მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
ექიმები შოკირებულებები არიან ბავშვების წონით. 29 წლის შვილი 37 კილოს იწონიდა.
ისინი სკოლაში არ დადიოდნენ. კოლეჟში ერთადერთი გოგონა დადიოდა, რომელიც დედას მიჰყავდა, კარებთან ელოდებოდა და უკან მოჰყავდა.
ბავშვების ბებიის თქმით, მას წლებია შვილიშვილები არ უნახავს, რადგან ისინი შორს ცხოვრობენ. მეზობლებლის თქმით კი, ძალიან ჩაკეტილი ოჯახი იყო. ბავშვებს იშვიათად ნახულობდნენ და როდესაც მათთან თამაში უნდოდათ მათ შვილებს, კარებს არავინ უღებდა.
დევიდ და ლუიზ ტურპინების საქმის განხილვა დღეს დაიწყო. ისინი ბავშვების წამების ბრალდებას უარყოფენ.

მასალის გამოყენების პირობები






