Aysor.am-ის ცნობით, სარგსიანმა დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩს 64 წლის არმენ სარქისიანს მმართველი რესპუბლიკური პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა. გამოცემის ცნობით, შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
სომხეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა 9 აპრილს ეწურება.
სომხეთის ახალი პრეზიდენტი პარლამენტის მიერ 7 წლს ვადით აირჩევა.
ორი დღის წინ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სერჟ სარქსიანმა განაცხადა, რომ მომავალ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მდიდარი წარსული, განვლილი ჰქონდეს გრძელი გზა და ცნობილი იყოს როგორც სომხეთში, ისე საზღვარგარეთ
არმენ სარქსიანი კომპანია Knightsbridge Group -ის მფლობელია, რომელიც ენეგროსფეროში მოღვაწეობს და მოიცავს 15 კომპანიას ევროპაში, რუსეთში, ჩინეთში, მონღოლეთში, ინდოეთსა და ყაზახეთში.
დიპლომატიურ სამსახურში მოსვლამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში იყო სომხეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში. 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში, 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან დღემდე კვლავ სომხეთის ელჩია დიდ ბრიტანეთში.
შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბერში სომხეთში რეფერენდუმი ჩატარდა საკონსტიტუციო ცვილელებთან დაკავშირებით. რეფერენდუმის შედეგად, ქვეყანა ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკად იქცა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სერჟ სარქსიანს ძალაუფლების შენარჩუნება და პრემიერობა სურს.
მასალის გამოყენების პირობები






