როგორც თვითმხილველები აცხადებენ , ოქროპირიძემ სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო, ის სარდაფში თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს.
ოქროპირიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები იყო და შვებულებაში იმყოფებოდა.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო.
როგორც ოქროპირიძის მამა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას აცხადებს, გამომძიებელმა გარდაცვლილის პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, კომპიუტერები და სხვა საგნები შესასწავლად წაიღო.
,,ჩვენს თავზე დატეხილი უბედურების მიზეზი ჩვენთვისას უცნობია, ძალიან მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა, სულ აქ ტრიალებდა, ეფერებოდა შვილებს და პრობლემა პირადულად არაფერი ჰქონდა. იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ალბათ მიზეზებს” – ამბობს მამა.
ოჯახის წევრების თქმით, ოქროპირიძე სახლიდან დილის 10-დან 11 საათამდე გავიდა. რამდენიმე საათის დაგვიანების გამო, თავდაპირველად, ოჯახის წევრები მობილურზე დაუკავშირდნენ, თუმცა უშედეგოდ. დღის 4 საათზე შემთხვევით სახლის სარდაფში უკვე გარდაცვლილი ნახეს. ექსპერტის პირველადი დათვალიერებით სიკვდილის ფაქტი რამდენიმე საათის დამდგარი იყო.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
მასალის გამოყენების პირობები






