დემნა გვასალია დღეს ახალ კოლექციას წარადგენს
შოუ ბიზნესი - 09:28, 19 Jan, 2018     2513
მოემზადეთ!

დღეს, ყველაზე არაპროგნოზირებადი დიზაინერი დემნა გვასალია ახალ კოლექციას წარადგენს.

პარზში, Vetements-ი მამაკაცის შემოდგომა/ზამთარი 2018-ის კოლექციას წარადგენს და წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება შემოგვთავაზოს დემნამ? ჩვენ არა.

Vetements-ისა და Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია.


კოლექციები, ქართველებისთვის ხშირად ღიმილის მომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.

დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.

Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს.

მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის , დემნა გვასალია პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებულიც გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42