ამჯერად, სამეფო ვიზიტი უელსში, კარდიფის სასახლეში შედგა, სადაც მათ მოსახლეობა დროშებითა და ყვავილებით დახვდა. მეგან მარკლს სტელა მაკარტნის შავი პალტო ეცვა და ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სიმპატიური იყო პრინცი ჰარი.
როგორც ჩანს, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირობას ასრულებენ. წყვილმა პირობა დადო, რომ ქორწილამდე ქვეყნის მაშტაბით ტური ექნებოდათ და ასეც იქცევიან.












შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ 33 წლის ჰარი და 36 წლის მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება. სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში შედგება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს. გააუქმა ფეისბუკის, თვითერისა და ინსტაგრამის ექაუნთები გააუქმა.
ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.
პრინცი ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






