რუსული მედია აქტიურად განიხილავს საკითხს, თუ ვინ იქნება რუსეთის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში.
რუსი ექსერტები ვარაუდობენ, რომ დიმიტრი მედვედევი სავარძელს, სავარაუდოდ, ვერ შეინარჩუნებს.
საინფორმაციო საშუალებათა ერთი ნაწილი, "კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკურ და ბიზნესისტებლიშმენტის წარმომადგენლებზე" დაყრდნობით აცხადებს, რომ პრემიერის სავარძელს პუტინის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ანტონ ვაინო დაიკავებს.
მედია ვაინოს მთავარ დადებით თვისებებად მართვის "მკაცრ" სტილს, პოლიტიკური ამბიციის არქონას და მაღალ შრომისუნარიანობას ასახელებს.

"პრემიერი გახდება ტექნოკრატი, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური მიზნები არ ექნება," - წერენ რუსულ მედიაში.
თავის მხრივ დიმიტრი მედვედევს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეობას უწინასწარმეტყველებენ, რომელთა გაერთიანებაზეც უკვე მიდის საუბარი და მას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელი ხელმძღვანელის ვალერი ზორკინის ნებაყოფლობითი გადადგომის საკითხი უშლის ხელს.
ექსპერტების აზრით, ეს პოსტი სრული კომპენსაცია იქნება მედვედევისთვის, რომელიც მინიმუმ ექვსი წლის მანძილზე რუსეთის სამი სახელისუფლო შტოდან ერთერთს ჩაუდგება სათავეში.
მასალის გამოყენების პირობები






