ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც თავი ბიბლიური წინასწარმეტყველი ჰგონია, უდაბნოში დაიკარგა
ეს საინტერესოა - 17:32, 18 Jan, 2018     2338
ნოემბერში ისრაელში ბრიტანელი ტურისტი დაიკარგა, პოლიცია უკვე ორი თვეა მის მოძებნას ვერ ახერხებს, ეჭვობენ, რომ მას შესაძლოა იერუსალიმის სინდრომი სჭირდეს.

29 წლის ქრისტიანი ოლივერ მაკაფი იერუსალიმში ნოემბერში ჩავიდა. ის ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთით ველოსიპედით მოგზაურობდა. დიდ ბრიტანეთში 1 დეკემბერს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. უკანასკნელად მაკაფი 21 ნოემბერს ნეგევის უდაბნოში შეამჩნიეს.

ბრიტანელის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტურისტების ჯგუფმა უდაბნოში მისი საფულე და ნოუთბუქი იპოვა. მოგვიანებით პოლიციამ უდაბნოს სხვა ადგილზე იპოვა მისი ველოსიპედი, ჩანთა და ტანსაცმელი. ნივთები ხელშეუხებელი იყო , რაც საფუძველს იძლეოდა ეფიქრათ, რომ ის დაყაჩაღების მსხვერპლი არ ყოფილა.

პოლიცია განიხილავს იმ ვარიანტს, რომ მაკაფიმ თავად დატოვა ყველაფერი და უდაბნოში გაემგზავრა, იმის გამო რომ მას იერუსალიმის სინდრომი დაემართა.

იერუსალიმის სინდრომი — განსაკუთრებით იშვიათი ფსიქიკური აშლილობის ფორმა, რომელიც განდიდების მანიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. ამ სინდრომით დაავადებული ტურისტები და მომლოცველები, რომლებიც იერუსალიმში იმყოფებიან, წარმოიდგენენ და გრძნობენ, რომ ფლობენ ღვთაებრივ და წინასწარმეტყველურ ძალას, არიან რომელიმე ბიბლიური გმირის რეინკარნაცია და მათზე დაკისრებულია სამყაროს ხსნის წინასწარმეტყველური მისია.

იერუსალიმის სინდრომი კლინიკურად პირველად 1930 წელს აღწერეს, მისი გამოვლენის ინდივიდუალური შემთხვევები კი შუა საუკუნეებიდანაა ცნობილი, ეს სინდრომი თანაბრად ემართებათ ქრისტიანებს,, მუსლიმებს და იუდეველებს, წელწადში რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება, დაახლოებით ნახევარს კი ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42