ყინვის გამო მისი მეგობრის ოჯახის წევრები ეზოში დილამდე არ გამოსულან და შესაბამისად 6 საათის განმავლობაში არავის შეუმჩნევია სახიდან 4 მეტრის მოშორებით დავარდნილი უგონოდ მყოფი გოგონა.
დილის შვიდ საათზე სახლიდან მისი მეგობარი უოლი ნელსონი გამოვიდა, პირველი რაც ბიჭმა დაინახა ჯინის სხეული იყო. მას თვალები გახელილი ქონდა დარჩენილი.
უოლიმ ჩათვალა რომ ის უკვე მკვდარი იყო, თუმცა აღმოაჩინა რომ ჯინს პულსი ისევ ესინჯებოდა და თავისი მანქანით საავადმყოფოში მაინც წაიყვანა. ერთ საათში ისინი უკვე საავადმყოფოში იყვნენ. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ჯინი უკვე განწირული იყო, მას გულისცემა წუთში 8-12 ქონდა . სხეული კი გაშეშებული და მთლიანად გაყინული. კანი იმდენად გამაგრებული იყო, რომ ექიმებმა ნემსის გაკეთებაც კი ვერ მოახერხეს, მისი თვალები სინათლეზე არ რეაგირებდა. ერთადერთი რაც ექიმებს შეძლეს იყო ის, რომ გაყინული გოგონა თბილი პაკეტებით შეფუთეს.
რამდენიმე საათის შემდეგ ექიმებმა შეამჩნიეს, რომ ჯინის თანდათანობით სიცოცხლის ნიშნები უბრუნდებოდა, გაიზარდა მისი გულისცემა, დაიწყო ზედაპირული სუნთქვა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი მან თვალებიც გაახილა და დაილაპარაკა. პირველი, რაც მან მოითხოვა ჭიქა წყალი იყო.
ეს ნამდვილი სასწაული იყო, გოგონა ნელნელა სიცოცხლეს უბრუნდებოდა, თუმცა ექიმები მაინც თვლიდნენ, რომ გაყინვის გამო მას ქვედა კიდურების ამპუტაცია დასჭირდებოდა. რეანიმაციაში ჯინმა ერთი კვირა გაატარა. სამი დღის შემდეგ, რაც ის საერთო პალატაში გადაიყვანეს, ჯინმა უკვე დამოუკიდებლად გავლაც შეძლო, თვენახევრის შემდეგ კი საავადმყოფოც დატოვა. გასაოცარია ის ფაქტიც, რომ თუ რამდენიმე ზედაპირულ იარას არ ჩავთვლით, ჯინს მოყინვისგან არანაირი კვალია რ დარჩა და მთლიანად გამოჯანმრთელდა.






მასალის გამოყენების პირობები






