ექსპრემიერის განრისხება ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია. ,,ნიუპოსტი“ ამის შესახებ გასულ წელს წერდა, კერძოდ, მაშინ მმართველი გუნდი მზად იყო მაჟორიტარული სისტემა დაეთმო, თუმცა, შუშის სასახლიდან მიღებულმა ზარმა ყველაფერი შეცვალა, სწორედ ირაკლი კობახიძე იყო, რომელიც ამბობდა, რომ თუ მაჟორიტარული სისტემა არ შეიცვლებოდა, ის თანამდებობას დატოვებდა, მოგვიანებით კი, ექსპრემიერის შემონათვალის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მან იხუმრა.
ამას გარდა, ისევ აქტუალურია „ოცნების“ კლანების თემაც. კერძოდ, „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, რომ იგივე უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც ბოლო დრომდე გიორგი კვირკაშვილის აპეკუნებად ითვლებოდნენ, ნელ-ნელა თბილისის მერის, კახა კალაძის ნავში სხდებიან. ზოგადად, კალაძე, როგორც წყაროები ამბობენ, „ოცნების“ გარკვეული ნაწილისთვის დიდი თავის ტკივილია. მმართელ გუნდში იმასაც ხვდებიან, ადრე თუ გვიან ოლიგარქი აუცილებლად დაწმინდავს ოცნებას და შეეცდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა გადანაწილებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ფონზე წინ რომელი პოლიტიკური ცენტრი წამოიწევს - კალაძის, კვირიკაშვილის თუ სხვა რომელიმე ნებისმიერის, ამას მილიარდელისთვის არსებითი მნიშვნელობა ალბათ არც ექნება - მთავარია, მასზე დამოკიდებული და მისი ინტერესების გამტარებელი იყოს იმ მთავარ ბრძოლაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ გამართული აქვს მთავარი პოლიტიკური ოპონენტის - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
როგორი პოლიტიკური გაზაფხული დადგება, ამას დრო და უკრაინაში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს.
მანამდე კი მიმდინარე წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ელის. ჯერ უცნობია, ვინ იქნება სახელისუფლო კანდიდატი. საუბრები კვირიკაშვილზე, ჯანელიძესა და სერგეენკოზე, მხოლოდ პოლიტიკურ ვარაუდებად რჩება. მედია და პოლიტიკური სპექტრი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებასაც ელოდება - მიიღებს თუ არა საარჩევნო გამოწვევას და ექნება თუ არა ოპოზიციის მხარდაჭერა? თავად ოპოზიციაშიც პოლიტიკური დუმილია. ყველაფერს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაზაფხული გვიჩვენებს...
მასალის გამოყენების პირობები






