სოციალურ ქსელებში პირველმა ლედიმ ბევრი მილოცვა მიიღო.
ემოციური აღმოჩნდა ბარაკ ობამას მილოცვა ინსტაგრამზე:
„შენ მხოლოდ ჩემი ცოლი და ჩემი შვილების დედა არ ხარ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. მიყვარს შენი სიძლიერე, შენი დიდებულება და შენი მიზანდასახულობა. და ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარხარ. დაბადების დღეს გილოცავ“ - წერს ბარაკ ობამა.

თუმცა, როგორც ჩანს მხოლოდ ეს არ იყო და სამსახურში მისულ მიშელს, ქმრის გამოგზავნილი ყვავილებიც დახვდა. სიურპრიზის ამსახველი ფოტო მიშელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
“მადლობა ულამაზესი ყვავილებისთვის, რომელიც დილით სამსახურში დამხვდა. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი და უდიდესი ფანი ხარ და შენგან ბარათებისა და ყვავილების მირება არასოდეს მომბეზრდება. და თქვენ, ვინც ბარათებს გვიგზავნით, სოციალურ ქსელებში წერთ, წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ გვსიამოვნებს ეს ყველაფერი. ეს ყოველთვის გვახსენებს, როგორი იღბლიანები ვართ“ - წერს მიშელ ობამა.

მასალის გამოყენების პირობები






