მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გურამ ჩიხლაძე, იგივე „კვეჟოევიჩი“ დააკავეს
მსოფლიო - 12:00, 18 Jan, 2018     18176
მოსკოვში, ქართველი „კანონიერი ქურდი“ 33 წლის გურამ ჩიხლაძე მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს.


რუსული მედიის ცნობით, უახლოეს პერიოდში მისი დეპორტაცია იგეგმება.

ჩიხლაძეს, ასევევ ე.წ. კანონიერი ქურდის დავით მელქაძის, მეტსახელად „დათო ფოთინსკის“ მკვლელად მოიაზრებდნენ. რუსული მედიის ცნობით, მშობლების მკვლელობის გამო, ჩიხლაძემ, 2014 წლის იანვარში, შური იძია და მელქაძე მოკლა, თუმცა მის მკვლელობაზე პასუხისგმებლობა არა ჩიხლაძემ, არამედ სხვა პირმა აიღო.

თუმცა, მისი დაკავების მიზეზი სულ სხვა რამ გახდა.

„როსბალტის“ ცნობით, 16 იანვარს , მის საცხოვრებლ სახლში სამართალდამცავები მივიდნენ და ჩიხლაძე დააკავეს, მიზეზად კი დაასახელეს, რომ ის უკანონო მიგრანტია.

გურამ ჩიხლაძე მედიის ყურადღების ცენტრში 2014 წლის წელს მოექცა, როდესაც მოსკოვის შემოგარენში ქართველი "კანონიერი ქურდი" დავით მელქაძე მოკლეს ჰიპერმარკეტის მიწისქვეშა ავტოფარეხში, სადაც ის მეუღლესა და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა.


როგორც კრიმინალურ წრეებში ამბობენ, დათო მელქაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ უარი თქვა ქურდულ ცხოვრებაზე და კერძო საბავშვო ბაღი გახსნა. სწორედ ამ ბაღისთვის ავეჯის საყიდლად იყო მისული ჰიპერმარკეტში.

მელქაძე ინსტინქტურად უმცროს ქალიშვილს გადაეფარა, ხოლო ცოლს და უფროს ვაჟს (10 წლის) დაუყვირა, გაიქეცითო. მელქაძეების ოჯახი ჰიპერმარკეტში შევარდნენ. მძიმედ დაჭრილი მელქაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"კანონიერი ქურდის" მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გავრცელებული ვერსიით, დავით მელქაძის მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო, რომელიც ოცი წლის წინ მოსკოვში მომხდარ ერთ გახმაურებულ მკვლელობას უკავშირდება.

1994 წლის 12 აპრილს მოსკოვში, გავლენიანი „ქურდული ავტორიტეტის“ ავთანდილ ჩიხლაძის იგივე „კვეჟოს“ ბინაში ზარი გაისმა. ქალი , რომელმაც სტუმრებს კარი გაუღო, დერეფანშივე მოკლეს, ხმაურზე გამოსული ოჯახის უფროსი ავთო ჩიხლაძეც ჩაცხრილეს. სახლში ჩიხლაძეების 10 წლის ვაჟი გურამიც იმყოფებოდა. მასაც ესროლეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს.

სამართალდამცავებმა საქმე ვერ გახსნეს, თუმცა „ქურდულმა სამყარომ“ მალევე გაარკვია, რომ მკვლელობა , „კვეჟოს“ ახლო მეგობრის, ე.წ. კანონიერი ქურდის დავიდ მელქაძის ჩადენილი იყო. გავრცელებული ცნობით, მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია ერთ-ერთი პირისთვის „ქურდის სტატუსის“ მინიჭებამ. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. ქურდულ სამყაროში ავთანდილ ჩიხლაძე დიდი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობდა. ის ეწინააღმდეგებოდა ე.წ. ობშჩიაკის ფულის "ავტორიტეტების" მიერ გამოყენებას.

პატარა გურამი ფაქტობრივად „კანონიერი ქურდების“ „ქუთაისური კლანის“ ოჯახებში იზრდებოდა, კერძოდ - ელგუჯა კუბლაშვილის მეტსახელად „გიჟუას“ ოჯახში.

2000 წელს, როდესაც გურამი 16 წლის იყო, "კანონიერ ქურდად" მონათლეს და მამის პატივისცემის ნიშნად ქურდულ სახელად "კვეჟოვიჩი" უწოდეს.

მას შემდეგ რამდენიმე მკვლელობა მოხდა ჩიხლაძისა და მელქაძის გარემოცვაში. „ქურდულ სამყაროში“ შიშობდნენ, რომ გურამის შურისძიების სურვილს შესაძლოა დაპირისპირება გამოეწვია , რადგან ორივე მხარეს გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდები იყვნენ.

2014 წელს მელქაძის მკვლელობამ კიდევ ერთხელ გაახსენა ყველა 1994 წელს მომხდარი სასრიკი მკვლელობა. თანაც, ჩიხლაძე რუსეთიდან ისრაელში წავიდა, თუმცა, მოგვიანებით მოსკოვში დაბრუნდა, რადგან მელქაძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა წარმოშობით სომეხმა ბახშან პეტროსიანმა აიღო. ბოლო წლებში ჩიხლაძე სომეხ „მაფიოზებსა“ და შაქრო კალაშოვის გარემოცვის წევრებს დაუახლოვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42