"დღეს ვნახე გაზეთ "ასავალ-დასავალში" ცილიწამებლური და პროვოკაციული ინტერვიუ ყოფილ პოლიციელ , ვინმე გელა მებონიასთან.. გაოგნებული ვარ, ადამიანებს სადამდე შუძლიათ დაცემა... გარდა იმისა, რომ მთელი ინტერვიუ ფაქტობრივად, საკუთარი თავის რეაბილიტაციის მოსურნე ბინძური პოლიციელის მონაჩმახია და ძალიან ჰგავს - დაგეგმილ პროვოკაციას, ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვხდები, რისი მიღწევა გინდა ამ ტყუილებით, მაინც მთავარი ისაა, რომ მხოლოდ ეჭვის დონეზე, ყოფილი პოლიციელი არათუ ჩემთან დაკავშირებით ცრუობ, არამედ არც გარდაცვლილის პატივისა და ღირსებას ინდობ...
ინტერვიუში შენს აბსოლუტურ ბოდვასთან დაკავშირებით გეკითხები: შენ შიგ ხომ არა გაქვს გელა მებონიავ???? საიდან მოიგონე ამდენი ტყუილი???? რის მიღწევას ცდილობ?????.. აქემდე შენს ბოდვებზე რეაგირებას არ ვახდენდი, რადგან არასერიოზულად მივიჩნევდი ჩვენს საქმესთან დაკავშირებით შენს განცხადებებს, მაგრამ ინტერვიუს შემდეგ - ყოველგვარ ზღვარს გადახვედი და შესაბამის, ოფიციალურ პასუხსაც მოგთხოვ - პატივისა და ღირსების შელახვისთვის!!!! რაც მთავარია, სანდროს სულის შეურაცხყოფისთვის!!!!!!
აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხვდები, რაში სჭირდება გაზეთს ასეთი შეურაცხმყოფელი ჭორაობა, მაშინ როცა შეეძლოთ და ვალდებულებიც იყვნენ მებონიას ბოდიალზე კომენტარი ეთხოვათ ჩემთვის, მითუმეტეს, რომ ცოცხლი ვარ და პასუხის გაცემა შემეძლო ამ პროვოკაციულ ტყუილზე.... ყველას მოგმართავთ, განსაკუთრებით ჟურნალისტებს - იმ ავბედით დანაშაულსა და სანდროს ტრაგიკულ სიკვდილზე ნურავინ აპიარებთ მებონიასნაირი პროვოკატორებს და ნუ ცდილობთ ამით საკუთარი გამოცემის რეიტინგის გაზრდას... !!!", - წერს ბუხაიძე.
მასალის გამოყენების პირობები






