ამის შესახებ ტრამპმა „როიტერსთან“ ინტერვიუში განცხადა.
ამის შესახებ, ბენიმინ ნეთანოაჰუს განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თქმითაც, აშშ საელჩოს გადატანას წლის ბოლომდე გეგმავს.
„წლის ბოლომდე? როგორც ჩანს, ჩვენ სხვადასხვა სცენარზე ვსაუბრობთ. ამგვარი ვარიანტი არ განიხილება“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, 2017 წლის 6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და საელჩოს თელ-ავივიდან იერუსლიმში გადატანის ბრძანება უკვე გასცა.
აღსანიშნავია, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა 1995 წელს მიიღო. თუმცა ამ ქალაქის სადავო სტატუსის გამო, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ექვს თვეში ერთხელ ხელს აწერდა დოკუმენტს , ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ.
იერუსალიმის სტატუსის გამო, პალესტინა-ისრაელს შორის არსებული დავის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები თელ-ავივშია განთავსებული.
ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელები კი იერუსალიმს მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია.
მასალის გამოყენების პირობები






