წელს ჩვენ შავი ხვრელის რეალურად დანახვას შევძლებთ - ასტროფიზიკოსები
ეს საინტერესოა - 19:49, 17 Jan, 2018     2382

ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ მომავალი 12 თვის განმავლობაში ისინი იმის გაკეთებას შესძლებენ, რაც ადრე ვერ გააკეთეს და ეს შორს მიმავალ შედეგებს გამოიღებს კაცობრიობის მიერ სამყაროს შესწავლის საქმეში.

შავი ხვრელი არის წერტილი სამტყაროში, რომელსაც აქვს იმდენად ძლიერი გრავიტაცია, რომ მას სინათლეც კი ვერ აღწევს თავს. მათი არსებობა ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, თუმცა მასაც კი არ სჯეროა ბოლომდე, რომ მათ აღმოაჩენდნენ. ამასთან ჯერჯერობით, ვერავინ შესძლო უტყუარი მტკიცებულებების დადება, თუ რას აკეტებს შავი ხვრელი.

ასტროფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ Event Horizon Telescope-ი (EHT) ამას შესძლებს.

EHT არის არა მარტო ტელესკოპი, არამედ მსოფლიოს სხვადახვა კუთხეში არსებული ტელესკოპების ქსელი. მათი ჰარმონიული მუშაობა ქმნის ყველა იმ კომპონენტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება შავი ხვრელის გამოსახულების "დაჭერა"

"პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ სუპერმაღალი გადიდება, დაახლოებით იგივე დონის, რომ ნიუ-იორკშ მჯდომმა დამკვირვებელმა შესძლოს ლოს-ანჯელესში გოლფის ბურთზე არსებული "ორმოების" დათვლა. შემდეგ, თქვენ გჭირდებათ მეთოდი, რომ შესძლოთ "ირმის ნახტომის" გალაქტიკის ირგვლივ მდებარე გაზისა და შესასწავლი შავი ხვრელის ირგვლივ არსებული ცხელი გაზის იქით მიმდინარე პროცესების დანახვა, რისთვისაც გჭირდებათ დედამიწის ზომის ტელესკოპი. ამ როლის შესრულება აკისრია EHT-ს", - აცხადებს ტელესკოპის პროექტის დირექტორი შეპარდ დუელმანი.

იგი აცხადებს, რომ EHT-ს მეშვეობით შეიქმნა ვირტუალური ტელესკოპი, რომელიც იყენებს ცაკლეულ დამოუკიდებელ ტელესკოპთა რადიოთეფშებს. ისინი ისე არიან სინქრონიზებული, რომ ერთიდაიგივე წერტილს ერთიდაიგივე დროს აკვირდებიან სხვადასხვა რაკურსით და რადიოსიგნალებს მყარ დისკზე იწერენ. მოგვიანებით, ამ მონაცემთა გაერთიანება სავარაუდოდ მოგვცემს იმავე სურათს, როგორც დედამიწისხელა ტელესკოპი მოგვცემდა.

EHT-ს გამოცდა 2017 წლის აპრილში მოხდა, როდესაც 5 ღამის განმავლობაში რვა რადიოთეფში "ირმის ნახტომის" ცენტრში მდებარე ერთ წერტილს "მშვილდოსან (Sagittarius) A*-ს" აკვირდებოდა, ადგილს სადაც ასტროფიზიკოსები სუპერდიდი შავი ხვრელის არსებობას ვარაუდობენ.

სამწუხაროდ, დეკემბრის შუა რიცხვებამდე სამხრეთ პოლუსზე განთავსებული ტელესკოპის მონაცემებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ობსერვატორიამდე ვერ ჩააღწია, რადგან ამ პერიოდში პოლუსიდან სატვირთო გადაზიდვები არ ხორციელდებოდა. ახლა, როდესაც 8-ვე რადიოთეფშის მონაცემები ერთ ადგილას არის თავმოყრილი, მეცნიერები შეეცდებიან შავი ხვრელის "სურათის დახატვას", რაც არამარტო საბოლოოდ დაადასტურებს მის არსებობას, არამედ ახალ მიმართულებებს წარმოშობს სამყაროს შესწავლის საქმეში.

შავ ხვრელებს დიდი გავლენა აქვს სამყაროზე. ითვლება, რომ ისინი ყველა გალაქტიკის ცენტრში მდებარეობენ, ვიტარდებიან. შესაბამისად, თუ შევისწავლით ახლო მდებარე მათგანს, შევძლებთ განვავრცოთ ეს ცოდნა სხვა, უფრო შორს მდებარე კოსმოსურ სივრცეებზეც," - აცხადებს დუელმანი.

გასული წლის აპრილის დაკვირვბა პირველი ნაბიჯია, მომავალში, ჩვენს გალაქტიკაში არსებულ შავ ხვრელს Event Horizon Telescope-ის ქსელურ ტელესკოპებით უფრო ხანგრძლივი პერიოდით დააკვირდებიან, აცხადებს ასტროფიზიკოსი. ეს შესაძლებლობას იძლევა, შევამოწმოთ, მუშაობს თუ არა აინშტეინის ფარდობითობის თეორია შავი ხვრელის საზღვრის მიმდებარე სივრცეში და შევისწავლოთ როგორ იზრდებიან და როგორ შთანთქავს მატერიას შავი ხვრელი.

იმ დროს, როდესაც ასტროფიზიკოსების გუნდი ენთუზიაზმით ცდილობს შავი ხვრლ რთის შექმნას, ისინი ასევე ცდილობენ საფუძვლიანად შეისწავლონ და შეადარონ ყველა მონაცემი, ამიტომაც 2018 წლის ბოლო არ არის აბსოლუტურად განსაზღვრული დედლაინი, საბოლოო სურათის შექმნისთვის.

"რა თქმა უნდა, სრული გარანტია იმისა, რომ ბუნება არ დაგვცინებს და "ჩახვეულ ბურთს არ დაგვირტყამნს" არ არსებობს, მაგრამ EHT ახლა მუშაობს და შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ მეთოდები საბოლოოდ დავხვეწოთ, სრულფასოვნად დავინახოთ, თუ რას წარმოადგენს შავი ხვრელი," - აცხადებს ასტროფიზიკოსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42