რამდენიმე დღის წინ Seismological Research Letters-ში გამოჩნდა ახალი გამოკვლევა, სადაც ამერიკის გეოლოგიური სამსახურის მკვლევარის სიუზან ჰიუ აცხადებს, რომ მთვარეს მიწისძვრებთან კავშირი არ აქვს, ისევე როგორც წელიწადის დროებზე არ არის ეს ბუნებრივი მოვლენა დაკავშირებული.
ადრე მკვლევარები აცხადებდნენ, რომ დიდი მიწისძვრები ხდება სავსე ან ახალი მთვარის დროს და მიიჩნევდნენ, რომ ეს მზის, მთვარისა და დედამიწის ერთმანეთის მიმართ ერთ ხაზზე განლაგების გამო არის გამოწვეული.
სავსე და ახალი მთვარის დროს, ეს სამი კოსმოსური სხეული ზუსტად ერთ ხაზზეა განლაგებული (ამ მოვლენას Syzygy-ის) უწოდებენ, რაც დედამიწისთვის ერთგვარ "სტრესს" წარმოადგენს და რამაც შესაძლოა ძლიერი მიწისძვრა გამოიწვიოს.
ჰიუ და მისი გუნდი აცხადებს, რომ მათ 1600 წლის შემდეგ დედამიწაზე მომხდარი 8 და უფრო მაღალი მაგნიტუდის 204 მიწისძვრა შეისწავლეს. მათ შეადარეს თარიღები, როდის დაემთხვა ის მთვარის ფაზებს. ჰიუ აცხადებს, რომ დიდი მიწისძვრები უფრო მარტივი შესასწავლია, რადგან ისინი არ არიან aftershock-ები, განმეორებითი, მცირე მაგნიტუდის ბიძგები.
მათი დასკვნებით, მთვარის ფაზები და დიდი მიწისძვრების კორელაცია უბრალოდ დამთხვევებია და არა კანონზომიერება.
როდესაც დიდი რაოდენობის ერთანეთთან დაუკავშირებელი მიწისძვრები ერთი დღის ირგვლივ იყვნენ კონცენტრირებული, მან შესძლო ეჩვენებინა, რომ შემთხვევითობის გათვალისწინებით თარიღებთან დაკავშირებული სურათი საერთოდ გაქრა.
ყველაზე დიდი რაოდენობის მიწისძვრა რომელიც ერთ კონკრეტულ თარიღს დაემთხვა იყო 16 და ეს იყო ახალმთვარეობიდან 7 დღის შემდეგ.
"როდესაც თქვენ გაქვთ შემთხვევითი მონაცემები, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ისეთივე შედეგი, როგორც მონეტის აგდების დროს ხუთჯერ ზედიზედ ერთიდაიგივე მხარის დაჯდომის დროს," - აცხადებს ჰიუ.
მოქცევის დროს წარმოქმნილი სტრესები, აცხადებს ის, შეიძლება იყოს მიწისძვრის წარმომქმნელი პროცესების ხელშემწყობი, მაგრამ ეს წვლილი შეუძლებელია გამოყენებული იყოს მიწისძვრის პროგნოზირებისათვის.
"ადრე თუ გვიან სავსე მთვარის დროს დიდი მიწისძვრა მოხდება და საუბარი კანონზომიერებაზე კვლავ დაიწყება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს მოგვცემს საფუძვლიანი კვლევის ჩატარების საშუალებას, რომ ნათლად დავინახოთ, რომ სავსემთვარეობისას არ აღინიშნება დიდი მიწისძვრების რეკორდული რაოდენობა," - ასკვნის ის.
მასალის გამოყენების პირობები






