ევროკომისია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, რომელიც კრიპტოვალუტების, კერძოდ Bitcoin-ის ირგვლივ ვითარდება, განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ვანესა მოკმა ბრიფინგზე.
"ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების კურსთან დაკავშირებულ მოვლენებს, რადგან უკანასკნელ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა მისდამი მზარდი ინტერესი გამოიწვია. არსებობს გარკვეული რისკები როგორც ინვესტორებისთვის, ასევე მომხმარებლებისათვის ფასების ვარდნასთან დაკავშირებით. ვირტუალური ვალუტა - ეს არ არის ნამდვილი ვალუტა, რაც იმას ნიშნავს, რომ Bitcoin-ი არ არის გარანტირებული არც რომელიმე ქვეყნის და არც ემიტენტის (ორგანიზაცია, ან ფიზიკური პირი, რომელიც გამოსცემს ფასიან ქაღალდებს მისი საქმიანობის დაფინანსებისა და განვითარების მიზნით. "ნიუპოსტის" შენიშნვნა) მიერ, მისი ფასი განისაზღვრება მოთხოვნისა და მიწოდების მეშვეობით," - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები






