ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დღეს უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართება, ამის შესახებ განცხადება გუშინ გენერალმა პეტრ პაველმა გააკეთა.
მისივე თქმით, NATO მარტნიორებს შესაბამისი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამხედრო შესაძლებლობები.
„გაიმართება უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრა, რომელთა წარმომადგენლებიც მოგვაწოდებენ ინფორმაციას რეგიონში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
ჩვენ განვიხილავთ NATO-ს პერსპექტივას, გააფართოვოს შესაძლებლობები და უზრუნველყოს სტაბილურობა მეზობელ რეგიონებშიც. ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი პარტნიორები. სამხედრო გარდაქმნების გარდა, მათ უნდა უზრუნველყონ სანდო საკანონმდებლო ბაზა, ასევე ეკონომიკური პირობები უნდა იყოს შესაბამისი, რათა ამან სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა პეტრ პაველმა.
მასალის გამოყენების პირობები






