59 წლის ამერიკელმა მსახიობმ შერონ სტოუნმა CBS-სთან ინტერვიუში მის კარიერაზე, სექსუალურ შევიწროებასა და მეორე შანსზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2001 წელს ინსულტი დაემართა.
"გადარჩენის შანსი 5%-მდე იყო. ინსულტმა გავლენა იქონია ჩემს მეტყველებაზე, სმენაზე, სიარულზე, კითხვასა და წერაზე. ყველაფრის თავიდან სწავლა მომიხდა",- ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, ამის შესახებ კოლეგებისთვის არაფერი უთქვამს, რადგან მისი აზრით, გულგატეხილი ადამიანები არავის აინტერესებს.
"ვიცი, რომ მთელი ეს წლები ვიღაცას შეიძლება უცნაური ვეჩვენებოდი, მაგრამ იმის მოყოლა რაც დამემართა, არ მინდოდა" - ამბობს შერონ სტოუნი.
ჟურნალისტმა სექსუალური შევიწროების შესახებაც დაუსვა კითხვა.
"40 წელია ამ ბიზნესში ვარ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დრო, როდესაც კარიერაში პირველ ნაბიჯს ვდგამდი? პენსილვანიიდან ჩამოვედი, არავინ მყავდა ვინც დამიცავდა. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია" - ამბობს შერონ სტოუნი.
მასალის გამოყენების პირობები






