ზარინგების ოჯახმა საოჯახო ფოტოსესია გადაწყვიტა და ამისთვის, ფოტოგრაფიც მოძებნა ინტერნეტში. ფოტოსესია შედგა.
ფოტოგრაფი, შუახნის ქალი აღმოჩნდა, რომლის თქმითაც საოჯახო ფოტოსესიების დიდი გამოცდილება ჰქონდა. მან ოჯახი სენტ ლუისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პარკში წაიყვანა , ფოტოები გადაუღო და გაწეული სამუშაოსთვის ავანსად $250 მიიღო, დანარჩენს კი ფოტოების დამუშავების შემდეგ მიიღებდა.
თუმცა „პროფესიონალ“ ფოტოგრაფს ფოტოების დასამუშავებლად არც მეტი არც ნაკლები 8 თვე დასჭირდა.
8 თვის შემდეგ ფოტოგრაფმა მათ ფოტოები გამოუგზავნა, თუმცა ჯობდა, არ გაეგზავნა. ეს აღმოჩნდა ყველაზე საშინელი და სასაცილო ფოტოსესია მსოფლიოში.
ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა და ფოტოებიც გამოაქვენა. მისი თქმით, ამდენი წლებია არ უცინია და ისიც აღნიშნა, რომ ფოტოგრაფმა ორიგინალი ფოტოების გამოგზავნაზე კატეგორიული უარი განუცხადა.





მასალის გამოყენების პირობები






