საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, აშშ-სა და ჩრდილოეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველი, მიტროპოლიტი, დიმიტრი (შიოლაშვილი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რექტორი, სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული).
საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდება: მოსკოვში _ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს კირილეს; კიევში _ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერს; მინსკში _ სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტ ფილარეტს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით თბილისში 30 ივლისს დაბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები






