პრინცი ჰარის საცოლე , ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.
2017 წლის ნოემბერში წყვილმა ნიშნობის შესახებ განაცხდა, ახლა კი ყველა სამეფო ქორწილის მოლოდინშია. ნიშნობის გამოცხადების შემდეგ, მეგანი რამდენჯერმე გამოჩნდა პრინცთან ერთად ოფიციალურ ღონისძიებებზე, სამეფო ოჯახთან შეხვდა შობას, თუმცა, პრინცი უილიამის მეუღლის ქეით მიდლტონისგან განსხვავებით, მას სამეფო სამკაულები, მათ შორის გვირგვინი, არცერთხელ გამოუყენებია.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პროტოკოლის თანახმად, მეგანს გვირგვინის ტარების უფლება არ აქვს. რეგლამენტის თანახმად, ეს მხოლოდ ქორწინების შემდეგ შეეძლება.
ოფიციალურ ღონისძიებებზე, ქეით მიდლტონი ხშირად ატარებს გვირგვინებს, მათ შორის პრინცესა დაიანას საყვარელ გვირგვინებსაც. პრინც ჰარიზე დაქორწინების შემდეგ, სამეფო აქსესუარების გამოყენება მეგანსაც შეეძლება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ჰარი და მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება. სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში გაიმართება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს. გააუქმა ფეისბუკის, თვითერისა და ინსტაგრამის ექაუნთები გააუქმა.
ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.
პრინცი ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






