"კიბო საჭირო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ რაღაც შემეცვალა... დედას პატიება ვთხოვე..." - ახალგაზრდა გოგოს ოჯახური ისტორია
ეს საინტერესოა - 17:00, 15 Jan, 2018     6754

რას გრძნობენ ადამიანები, რომლებსაც ონკოლოგიური პრობლემები აქვთ? ვიღაც იმედგაცრუებულია, ვიღაც სასოწარკვეთილი, ვიღაც თავიდანე იბრძვის, ვიღაცას პროტესტის გრძნობა უჩნდება, რატომ დაემართა ეს მას.

ბლოგერი ანა ვერზუნი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც საკუთარ ისტორიას ყვება.

“14 წლამდე ჩემი გარეგნობა არ მომწონდა. ისევე როგორც ნებისმიერი მოზარდი, მეც თვითკრიტიკული ვიყავი ჩემი თავის მიმართ. შემდეგ ბიჭი შემიყვარდა, რომელიც პირველი იყო, ვინც მითხრა, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი, ჩემი კურნოსა ცხვირით და წვრილი თვალებით. ჩემი მკერდი კი, რომელსაც მუდამ ვმალავდი, ხელოვნების ნიმუშიაო, მეუბნებოდა. მადლობა ამ ბიჭს, რომელმაც საკუთარი თავის დაფასება მასწავლა. დღემდე მიყვარს ჩემი ვიზუალი და განსაკუთრებით მკერდი, მიუხედავად იმისა, რომ მისი კიბო აღმომაჩნდა.

რამდენიმე თვის წინ ცუდ ხასიათზე გავიღვიძე - მკერდზე სიმაგრეს ვგრძნობდი და შეშინებული ველოდებოდი, ჩემი ქმრის გაღვიძებას. მან დამამშვიდა და მითხრა, რომ შესაძლოა, ცუდად მეძინა და მკერდი მეტკინა ან უხეშად შემეხო.

დედას დავურეკე და ვკითხე, ჰქონია თუ არა ოდესმე მკერდთან დაკავშირებული პრობლემა ან იქნებ ჩვენს გენეტიკაში ჰქონდა ვინმეს მკერდის კიბო. ორივე კითხვაზე უარყოფითი პასუხი მივიღე და მანაც დამამშვიდა, საშიში არაფერი იქნება და მკერდის სიმაგრე ციკლთან იქნებოდა დაკავშირებული.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში მკერდს არ შევხებივარ, მესამე დღეს კი მამოლოგთან ჩავეწერე. ექიმთან ჩემი ქმარი გამომყვა. ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა - კიბო აღმომაჩნდა, მარცხენა მკერდზე. თუმცა, პირველი სტადია იყო, ლიმფური მეტასტაზების გარეშე.

არ ვიტყვი, რა დამემართა , როდესაც საბოლოო დიაგნოზის შესახებ შეგვატყობინებს. ექიმმა მითხრა, შემეძლო ორივე მკერდი მომეჭრა და ამით ყველაფერი დასრულდებოდა.

კიბოს მიზეზებს შორის ექიმმა სტრესი , ჰორმონალური დარღვევა და ის ფაქტი დაასახელა, რომ 28 წლის ვარ და ჯერაც არ გამიჩენია ბავშვი.

მკურნალობის კურსს არ ვიწყებდი. სათობით ვტიროდი, ვყვიროდი, რომ ეს არ დამიმსახურებია, რომ მინდოდა ჯანმრთელი და ლამაზი ვყოფილიყავი. არ მინდოდა მკერდი მოეჭრათ. ჩემი ქმარი კი მიმეორებდა: „ანა, შენი მკერდი მხოლოდ შენ გჭირდება. მე შენ მიყვარხარ, მნიშვნელობა აქვს მკერდი გაქვს თუ არა, დიდი თუ პატარა. ასე რომ , მოდი, დავიწყოთ მკურნალობა.

რომ არა მისი მხარდაჭერა, ფარ-ხმალს დავყრიდი და დაავადებას დავნებდებოდი.

რამდენიმე დღეში უკვე ექიმის კაბინეტში ვიჯექი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს ასაკში და ამ ეტაპზე, ხანგრძლივი თუმცა ეფექტური მკურნალობა იქნებოდა. თანაც მკერდის მოჭრის გარეშე.

მკურნალობა რთული აღმოჩნდა. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, რომ კიბო აღმომაჩნდა, რომ სიმპტომებს ყურადღება არ მივაქციე. მრცხვენოდა, რომ ჩემს ქმარზე ვიყავი დამოკიდებული, ვერ ვიძინებდი და არც მას ვაძინებდი. მრცხვენოდა, რომ ჩემს მკურნალობაში დიდი თანხა იხარჯებოდა. შემდეგ კი ჩემი ავადმყოფობის მიღება და მასთან ბრძოლის სწავლა დავიწყე. სოციალურ ქსელში ვიპოვე ქალები, რომლებსაც მკერდის კიბო ჰქონდათ, ვუსმენდი მათ, ვიზიარებდი მათ გამოცდილებას.

ყოველ დღე ვურეკავდი დედას, რომელთანაც ყოველთვის კონფლიქტი მქონდა - ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ მას არ ვუყვარდი.

ჩავთვალე, რომ ეს სიგნალი იყო, რაღაც შემეცვალა. დედას პატიება ვთხოვე. დავიწყე კონტაქტი ნათესავებთან, რომლებსაც ძალიან იშვიათად ვხვდებოდი.

მივხვდი, რომ კიბო არა სასჯერლი, არამედ მხოლოდ დაავადებაა, რომელთან ბრძოლაზეც უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, როგორი რთული და ხანგრძლივიც უნდა იყოს ეს. ახლა, შემდეგი გამოკვლევების პასუხს ველოდები, რომ გავიგო, რა სახით უნდა გაგრძელდეს ჩემი მკურნალობა. და არც ქირურგიული ჩარევის მეშინია. იმიტომ რომ მიყვარს ჩემი თავი, როგორიც უნდა იყოს ის. "





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42