თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ცხოვრება შესაძლოა ხანდახან დაუნდობელი იყოს, შესაძლოა რთული ეტაპი დაგიდგეთ და ყოველდღიურობა დამძიმდეს, მთავარია მოიძებნოს თქვენში ძალა იმისა, რომ ეს ეტაპი გადალახოთ, ამ ყოველივეში კი რამდენიმე ძლიერი მანტრა დაგეხმარებათ:
წარსული გაუშვით
„თქვენ ცხოვრებსი ახალ თავს ვერ დაიწყებთ, თუ არ შეწყვეტთ წარსულის გადაკითხვას“
რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში, წარსულშივე დატოვეთ. აწმყო არის ყველაფერი. ისწავლე წარსულისგან, მაგრამ საშუალება არ მისცეთ აწმყო და მომავალი დააზიანოს.
გახსოვდეს ვინ ხარ სინამდვილეში
„ხანდახან საჭიროა გარეთ გახვიდე, ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი და შეახსენო საკუთარ თავს ვინ ხარ და სად გინდა იყო“
ჩვენ დაკავებული ცხოვრებით ვცხოვრობთ და ფოკუსირებულები ვართ ძალიან ბევრ საქმეზე, შედეგად კი გვავიწყდება ვინ ვართ რეალურად. შეისვენე და გაიხსენე რა არის შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი.
მოუსმინე
“Listen(მოსმენა) და Silent (სიჩუმე) ერთი და იმავე ასობეისგან შედგება, დაფიქრდი ამაზე“
ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ ხალხს და ჩუმად ვიყოთ და ამით უფრო მეტი ვისწავლოთ, ვიდრე მოვუსმინოთ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ. ისწავლე მოსმენა არა იმისთვის, რომ პასუხი გასცე.
ეს შესაძლოა შენთვის არ იყოს განკუთვნილი
„თუ არ იღება, ესეიგი ეს კარი შენთვის არ არის განკუთვნილი“
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერად ცდილობ, რაღაცები არ არის შენთვის განკუთვნილი. შენ ყველაფრის გაკონტროლებას ვერ შეძლებ. შენ უნდა გააანალიზო, რომ რაღაცები არასდროს იცვლება და ახალი გამოცდილებების მისაღებად წინსვლა განაგრძო.
განაგრძე წინსვლა
„თუ არ მოგწონს სადაც ხარ, იმოძრავე. შენ არ ხარ ხე“
ცხოვრებაში არჩევანი ყოველთვის გაქვს. თუ ცუდი ურთიერთობა გაქვს ვინმესთან, მიატოვე. თუ გძულს შენი სამსახური, წადი. უნდა იყო მამაცი რათა დატოვო ის, რაც შენს ბედნიერებას ხელს უშლის.
ეურთიერთე ახალგაზრდას, თუნდაც ბავშვს
„ხანდახან გჭირდება გაესაუბრო სამი წლის ბავშვს იმისათვის რომ ცხოვვრებას თავიდან გაუგო“
ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ პრაქტიკულები და ეს უმარტივეს რაღაცებს გვავიწყებს ცხოვრებაში. მიეცი საკუთარ თავს უფლება ერთი დღით იყოს ბავშვი და დატკბი ცხოვრებით ყველაზე წმინდა მარტივი გზით.
მოუსმინე საკუთარ გულს
„ხანდახან საჭიროა შეწყვიტო ფიქრი და წახვიდე იქ, სადაც გული მიგიწევს“
ბევრი ფიქრი გაღიზიანებასა და სიბრაზეს იწვევს. ეს ბუნებრივია მოუსმინო საკუთარ ინსტიქტებს და შეეხო საკუთარ ემოციებს. მეტი ფოკუსირება მოახდინე საკუთარ თავზე და გულისთქმაზე.
ცუდი მოვლენა შესაძლოა კარგის დასაწყისი იყოს
„ხანდახან ცუდმა მოვლენამ, როელიც შესაძლოა ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს, შესაძლოა იმ მიმართულებით დაგვაყენოს, რომელიც კარგი გზის დასაწყისია“
არაფერია ისეტი ცუდი, როგორც ჩანს. ყოველივე ნეგატიურმა შესაძლო პოზიტიურს დაუდოს სათავე.
საუკეთესო წინ გაქვთ
„ყოველთვის გახსოვდეთ, რომ აწმყოში თქვენი სიტუაცია არ არის თქვენი საბოლოო გაჩერება. საუკეთესო წინ გაქვთ“
გააანალიზეთ, რომ აწმყო არ არის იმის გარანტი, რომ მომავალიც ასეთივე იქნება. ყველაფერი სრულდება. ყველაფერი იცვლება. ცხოვრება გრძელდება, ასევე ხართ თქვენც. ისუნთქეთ და გაუძელით.
მასალის გამოყენების პირობები






