სუროგატმა დედამ მათ ტყუპები: გოგონა ზაფრანი და ბიჭი ასპენი გაუჩინა. თუმცა, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ბავშვები ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც კი მათ ცხოვრებაში შეიძლებოდა მომხდარიყო და კიდევ ერთი ბიჭი ორლანდო და ტყუპები ჯასპერი და დალასი იშვილეს.
ორივე მამაკაცი მილიონერია, აქედან გამომდინარე მათი შვილები ცხოვრობენ ისე, როგორც მთ სურთ. წყვილის ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი ნამდვილი ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობს. მისი გარდერობი სავსეა Prada-ს, Burberry-ს, Gucci-ს, Hermes-ის, Louis, Rolex-ის, Faberge-ს, Wallis Simpson-ის, Harry Winston-ის სამოსითა და აქსესუარებით, აქვს ძვირფასი სამკაულების დიდი კოლექცია, რომელიც უნიკალურ ნაკეთობებს შეიცავს . 18 წლის იუბილეზე კი და-ძმამ მამებისგან რეინჯ როვერი მიიღეს საჩუქრად.

მამებმა ეს არ იკმარეს და გოგონას საკუთარი მაკიაჟის ხაზი შეუქმნეს.
ცოტა ხნის წინ წყვილმა განაცხადა, რომ ოჯახის წევრების რაოდენობის გაზრდას აპირებს. ზაფრანის თქმით, მამების გადაწყვეტილება ძალიან გაუხარდათ.

მასალის გამოყენების პირობები






