ყელის ტკივილი და ყელში ბურთის შეგრძნება
თქვენ ძველ წყენას მალავთ ან თავს იკავებთ იმის თქმისგან რაც დიდი ხანია ენაზე გადგათ.
ახლომხედველობა
თქვენ მომავლის შიში გაქვთ. შიშთ ელოდებით მნიშვნელოვან პასუხს და ამის გამო სტრესს განიცდით.
გამონაყარი სახეზე
ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენ საკუთარ თავთან უთანხმოება გაქვთ.

მოხრილი ზურგი
ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენ რაღაც დარდი გაქვთ და თქვენს გარშემო უსიამოვნებები ხშირია.

ჭვალი გულზე
ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენ ემოციებს გულში იხვევთ და გეშინიათ გარშემომყოფების აზრის და მათი რჩევები კი მუდმივი სტრესის ქვეშ გამყოფებთ.

სქოლიოზი
თქვენ ემოციური ზეწოლის ქვეშ ხართ, ხერხემლის მოხრა ხომ დამცავი ფუნქციაა, როგორც ცხოველებში ასევე ადამიანებში.

ალერგია
ეს არაადეკვატური , გადაჭარბებული რეაქციაა საფრთხეზე. თქვენი ორგანიზმი ფსიქოლოგიურ გაღიზიანების გამოსახატავად თქვენს კანს იყენებს.
გაძნელებული სუნთქვა
უსაფრთხოების დაკარგვის შიშთან და მოსალოდნელ უმწეობასთან არის კავშირში.

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა
ეს ნიშანია იმისა რომ ვიღაცა თქვენ თავმოყვარეობას ცუდად შეეხო და თქვენ ეს წყენა გადაყლაპეთ.

თმის ცვენა
თქვენ ვიღაცის დაკარგვას ან ვიღაცასთან ჩხუბს განიცდით, ეს კი თქვენი ორგანიზმის რეაგირებაა ამაზე.

ღვიძლის პრობლემა
ღვიძლს მხოლოდ ალკოჰოლი არ აზიანებს, მისი მტერია გაღიზიანებაც და რისხვაც.

სურდო და გაჭედილი ცხვირი
როგორც ჩანს თქვენ მუდმივი კონფლიქტი გაქთ კოლეგებთან, მეგობრებთან, ოჯახთან აან საკუთარ თავთან, თქვენს ორგანიზმში კი მწუხარება , სირცხვილი და იმედგაცრუება გროვდება.

ბრონქიტი
თქვენ მუდმივ შფოთვას განიცდით, თუმცა მიზეზს ვერ პოულობთ.

თირკმელების ტკივილი
შიში, შინაგანი შფოთვა და გამოსავლის პოვნაზე დიდხანს ფიქრი თირკმელებზე მოქმედებს და სხვადასხვა სახის ტკივილს იწვევს

მასალის გამოყენების პირობები






