დაადებს თუ არა პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს - მარგველაშვილის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი
პოზიცია - 09:26, 15 Jan, 2018     1127
დაადებს თუ არა პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს, დღეს გახდება ცნობილი. დღეს იწურება 10-დღიანი ვადა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ან მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს პარლამენტს.
კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება - სხვა ცვლილებებთან ერთად, მის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.

ოპოზიცია პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„წარმოუდგენელია, რომ დღეს პრეზიდენტმა არ გამოიყენოს ვეტოს უფლება. ვინაიდან, ეს კანონი ძალიან ლახავს კერძო ტელეკომპანიების ინტერესებს, ის ხელს უშლის საქართველოში თავისუფალი სიტყვის განვითარებას და ამავე დროს, ეს კანონი ცუდია თვით საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრები აღნიშნავენ, რომ „ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ერთის მხრივ ახალისებს კორუფციას, ასევე პროტექციონიზმს და ხდება უფრო უკონტროლო და გარდა ამისა, ზღუდავს თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზარს".

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, "ოცნება" ვეტოს დასძლევად ემზადება.

„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მთავარია გავეცნოთ იმ საკითხებს, რას წარმოადგენს პრეზიდენტი. იქნება ეს მოტივირებული, არ იქნება ეს მოტივირებული. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ ჩვენ გათვალისწინება არ გათვალისწინების საკითხს,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42