"რუსთავი-2 რეგიონში საუკეთესო ტელეარხია, სადაც პროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობენ და რომელიც ყოველთვის ახდენს ფაქტების გადამოწმებას. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღამის სამ საათზე ოფიციალურად უარყო "რუსთავი 2"-ის ინფორმაცია, "ბანკოვაიაზე" არსებულ პანიკაზე მეტყველებს.
ქორწინების ოფიციალური თარიღის არგუმენტი დამაჯარებელი არაა - ადამიანები ქორწინებაში ოფიციალური რეგისტრაციის გარეშეც ცხოვრობენ. მით უმეტეს, როცა აცხადებ, რომ ეს ФСБ-ს შემოგდებულია, არ უნდა ჩავთვალოთ ისინი ისეთ სულელებად, რომ ეს ფაქტები არ შეემოწმებინათ.
მე გრაფოლოგი არ ვარ, რომ ხელწერა შევადარო. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს პრეზიდენტობა ამ ეტაპზე ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებლად მიმაჩნია, ვერ დავიჯერებ, რომ ის ისეთი სულელი იყოს, რომ ასეთი ოფიციალური დოკუმენტი დატოვოს ФСБ-სთან თანამშრომლობის შესახებ.
ჩვენ ვიცით, რომ იგი ინტენსიურ, არაოფიციალური ხასიათის კონტაქტებს განაგრძობს მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. მე ვიცი, რომ 29 დეკემბერს, პუტინთან სატელეფონო საუბრისას, პოროშენკომ მას სთხოვა ჩემს წინააღმდეგ წარმართულ საქმეში თანამშრომლობა. მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, ნაკლებად მჯერა, რომ მას ეს დოკუმენტი საკუთარი ხელით დაეწერა, იმის გათვალისწინებით, რომ ხელნაწერები არ იწვის. თუმცა, მეორეს მხრივ, მე ასევე არ მჯეროდა ლეხ ვალენსას და სხვა მსოფლიო მოღვაწეების შესახებ, რომლებიც უფრო პატივსაცემი იყვნენ, ვიდრე პოროშენკოა..." - წერს მიხეილ სააკაშვილი.მასალის გამოყენების პირობები






