იშხნის რესტავრაციის ვადამ გადაიწია
საზოგადოება - 18:22, 22 Jul, 2013     530

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველ ექსპერტთა პირველი და მეორე სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები თურქეთის მხარის მიერ დიდწილად უკვე გათვალისწინებულია.
დამუშავებულია ძეგლის საინჟინრო-კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. თურქი სპეციალისტების მიერ იატაკის დამცავი ფენა ინერტული მასის დამატებითი ფენებით გაძლიერდა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სამუშაოები იშხანში პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე აღარ ხორციელდება.


კულტურის სამინისტროში ოშკის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ აქ სამუშაოები 2013 წლის აგვისტოში უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროექტის სრულყოფისა და შეცდომებისგან თავის დაზღვევის მიზნით, თურქეთის მხარემ პროექტის დასრულების ვადა 2013 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა.


კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 18-19 ივლისის ვიზიტისას ქართველი სპეციალისტები ძეგლზე არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გაეცნენ. მათ თურქ კოლეგებს მეთოდური და ტექნიკური ტიპის მითითებები და რეკომენდაციები გააცნეს, რომლებიც მოგვიანებით თურქეთის მხარეს ოფიციალური სახით გადაეგზავნება.


ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ იშხნის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთის მინაშენზე ახლადაღდგენილი საპირე წყობის სათანადო დამუშავება განხორციელდება, რაც არსებულ მდგომარეობას გარკვეულწილად გამოასწორებს.
ქართული მხარის რეკომენდაციით, იშხანში მომუშავე სამშენებლო კომპანიამ, თხოვნით მიმართა შესაბამის სამსახურს სტამბოლში, რათა იშხანში მივლინებულ იქნას კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42