ავსტრალიაში გაუსაძლისი სიცხეებია. სიდნეისა და მელბურნის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ასფალტი დადნა. ხეებიდან მკვდარი ღამურები ჩამოვარდნენ.
მაღალი სიცხის დამადასტურებელი ფაქტია, რომ დიდი ბარიერული რიფის ჩრდილოეთით დაბადებული ზღვის კუების, რომელთა სქესიც ტემპერატურის მიხედვით განისაზღვრება, 88 პროცენტი მდედრია.
სიდნეის გარეუბნებში სიცხე 47,3 გრადუსს აღწევს ცელსიუსით.
ამავე დროს დედამიწის ჩრდილო ნახევარსფეროში ანომალური სიცივეებია და გადაუღებლად თოვს.
ამინდის ასეთი მკვეთრი განსხვავება მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ჩვენი პლანეტის კლიმატს რაღაც სჭირს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა ერთი გრადუსით მაღალია, ვიდრე მთელ;ი ასწლეულის მანძილზე.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ანომალიები, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდება, სერიოზულად ვნებს როგორც ადამიანის, ასევე ცხოველთა სამყაროსა და ზოგადად ბუნებაზე.
ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა ჩატარდეს სერიოზული კვლევები და ყველა ქვეყანამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს იმისთვის, რომ ტექნოლოგიურმა ეპოქამ დედამიწას ნაკლები ზიანი მიაყენოს, რისთვისაც სერიოზული ინვესტიციების გაღებაა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები






