გთავაზობთ ჟურნალ ,,რეიტინგის" მიერ მომზადებულ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას ქართული ტელესივრცის ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტთან ელისო ჯარიაშვილთან, რომელიც ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე" შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ, სულ რაღაც ორი თვეა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გახდა. ოჯახური ცხოვრება - ელისო ჯარიაშვილის მეუღლე, ასევე ცნობილი ჟურნალისტი გიორგი კეპულაძე და მათი მცირეწლოვანი ქალიშვილი ევგენია.
პროფესიული არჩევანი, რატომ ჟურნალისტიკა: რაღაც ინსტიქტივით მქონდა ბავშვობიდან, ამბების მომყოლი მინდოდა ვყოფილიყავი...
თეორიული განათლებითაც და პრაქტიკული საქმიანობითაც ჟურნალისტი ვარ. დავამთვრე ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ვარ ტელე-რადიო ჟურნალისტი. უნდა ვაღიარო, რომ ვერ გამოვნახე, დრო გამომეტანა მაგისტრატურის დიპლომი და სავარაუდოდ , არქივში ინახება. პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. რაღაც ინსტიქტივით მქონდა ბავშვობიდან, ამბების მომყოლი მინდოდა ვყოფილიყავი. არადა არ ვიყავი თამამი, გამბედავი, ყურადღების ცენტრში ყოფნის მეშინოდა კიდეც, მაგრამ რაც გაშინებს, ის გიზიდავს. ვწერდი ჟურნალ გაზეთებში, ბაკალავრიატის დამთავრფებისთანავე მუშაობა კონკურის წესით დავიწყე საინფორმაციო სააგენტოში, რამდენიმე თვეში კონკურსი ,,საზოგადოებრივ მაუწყებელში" გამოცხადდა, რამდენიმე ტურის და გასაუბრების შემდეგ ,,მოამბის" გუნდში, ასევე კონკურსით მოვხვდი. ყველაზე მეტად ამ ისტორიაში მომწონს ის, რომ ჩემი ცხოვრება სულ გამოცდებია და რაღაცნაირად არღვევს სტერეოტიპებს, რომ ტელევიზიაში პროტექციის გარეშე ვერ მოხვდები. ყველა სტუდენტმა მინდა იცოდეს, რომ საკუთრი მომავლის მშენებელია, თუ პირადის არა, პროფრსიულის მაინც.
პირველი გადაღება და მთავარი პოლიტიკური თემები
ძირითადად პოლიტიკურ ახალ ამბებს ვაშუქებ, ეს ყველაზე ცხელი თემა გამოდგა საქართველოში, თუმცა ვაღიარებ, რომ არ ვარ სკანდალზე ორიენტირებული. მძიმედ მახსენდება ციხის კადრების გავრცელების ღამე და მეორე დღე, როცა როგორც ჟურნალისტმა, ყველაფერი ვცადე ციხეში შემეღწია და წლების შემდეგ პატიმრის პირველი ინტერვიუც მოვიპოვე, პატიმმრის, რომელიც წამებაზე ლაპარაკობდა... შეუძლებელია, ეს დავივიწყო.
მე, პირადად, ერთი სიუჟეტის გმირი არასოდეს დამავიწყდება. რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თმარაშენში ვიყავი. მინდოდა, ხშირი თვდასხმებისა და გატაცებების ფონზე, გადამეღო საზღვართან მცხოვრები ბავშვები, ძალიან მძიმე რეპორტაჟი გამოვიდა. მერე დაიწყო ომი და სულ იმ ბავშვებზე ვფიქრობდი, თამარაშენში ტყვიის ხმას შეჩვეულები რომ იზრდებოდნენ, ამიტომ ომის ერთი წლის თვზე ისევ საზღვრისპირა სოფლებისკენ წავედი და რეპორტაჟი ამჯერად იმაზე გავაკეთე, როგორ გადაიტანეს ბავშვებმა აგვისტოს 5 დღე. ბავშვური ისტორიები, როგორ აფარებდნენ თვს ტყეს, როგორ დაენგრათ თვალწინ სახლი და მიამიტური, თუმცა გენიალური ახსნა იმისა, რა უნდა გააკეთონ დიდებმა, რომ არ იყოს ომი... ძალიან ემოციური გამოვიდა.

ექსკლუზივები და საერთაშორისო პოლტიიკური ამბები. ლეხ კაჩინსკის რჩევა: ,,გახსოვდეთ, თქვენს ერს არ აქვს უფლება, არ ახსოვდეს ისტორიის გაკვეთილებიო..."
ექსკლუზიური და განსხვავებული თუ არ გიყვარს , ჟურნალისტი ვერ იქნები. მქონდა შანსი ჩამეწერა რამოდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი და მომემზადებინა რეპორტაჟები ისეთ ქვეყნებსა და კონფლიქტების ისტორიაზე, რომელიც ობიექტურად ძალიან საინტერესო იყო. მქონდა შესაძლებლობა მომემზადებინა რეპორტაჟი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე, ნამყოფი ვარ ოკუპირებული პალესტინის ღამის კლუბში, კამერით მოვხვდი ოკუპირებულ ჩრდილოეთ კვიპროსში, იყო რეპორტაჟი მოროკოს პოლიტიკურ ცვლილებებზე , შანსი მქონდა ტრაგიკულ სიკვდილამდე რამოდენიმე დღით ადრე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ჩამეწერა, ვილნიუსში შევხვდი და საქართველოს გაგონებაზე დაცვას ანიშნა, ახლოს მივეშვი, თბილად მოიკითხა ჩვენი ქვეყანა , ხელზე მეამბორა და გვირჩია, გახსოვდეთ, თქვენს ერს არ აქვს უფლება, არ ახსოვდეს ისტორიის გაკვეთილებიო...
ბერნარ კუშნერის კომპლიმენტი: BEAUTIFUL Eyes You Have…
სასიამოვნოდ მახსენდება ,,დავოსის" მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ქუჩაში მოსეირნე პაოლო კოელიო რომ ვნახე, გამოვუტყდი, რომ საქართველოში ის მკითხველებს ალბათ ყველაზე მეტად უყვართ, გამომიტყდა, რომ მისი შვეიცარიაში მცხოვრები დანტისტი ქართველია. ომის წელი იყო, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ანსამბლეის დაწყების წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი გაეროს შენობის წინ ჩავწერე, ფრანგული დელეგაცია ისეთი მრავალრიცხოვანი დაცვით იყო, რომ აურზაურში საყურე ჩამომვარდა ყურიდან, ვერც შევნიშნე, კუშნერი დაიხარა, ძებნა დაუწყო, თავიდან ვერ მივხვდი მერე მომაწოდა საყურე და მითხრა: BEAUTIFUL Eyes You Have… არავინ მოგატყუოთ, რომ ჟურნალისტს არ აქვს სქესი (იღიმება)

ოჯახი და ჟურნალისტიკა. ,,გიორგის შევპირდი თუ ,,მაპს" არ ჩამოიტან, ცოლად არ გამოგყვები-მეთქი"...
გიორგი ჟუნალისტი რომ არ ყოფილიყო, ალბათ ვერ ამიტანდა. არ მახსოვს როგორ დაიწყო ეს ამბავი, ჩვენი ამბავი ალბათ ყველაზე ბანალურია, მოვეწონე, მე არ მომწონდა, უფრო სწორად მეგობარი მეგონა ძალიან დიდი ხანი. როცა გრძნობებზე ლაპარაკი დაიწყო, მე უარის თქმა მომიხდა, მეგობრობის სურვილის გარდა ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, თუმცა მითხრა ის სიტყვები, რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად მინდოდა მისთვის უარის თქმის შემდეგ - რომ მას მოსწონს პროცესი და არა შედეგი და რომ პროცესი ურთიერთობაა. ამის შემდეგ 11 თვე დამჭირდა ამ სიტყვების სათქმელად - მგონი მიყვარხარ. მერე იყო ოჯახის შექმნაზე საუბარი, ბუქარესტის სამიტი ახლოვდებოდა, გიორგი გასაშუქებლად მიდიოდა, მე იმდენად მინდოდა ,,მაპი" მიგვეღო, რომ შევპირდი თუ ,,მაპს" არ ჩამოიტან, ცოლად არ გამოგყვები-მეთქი. ,,მაპი" არ მიგვიღია, მე კი პირობა დავარღვიე და ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა პირობის დარღვევას არ ვნანობ (იღიმება). იმედი მაქვს ეს განცდა არ გაივლის...გიორგი ისეთივე შეყვარებული იყო, როგორიც ქმარია, არასოდეს გაჩვენებს იმაზე მეტს, ვიდრე არის, ყალბი არაა და მართლა ძალიან კარგი ადამიანია, ობიექტური ვარ ამ დროს.
ძალიან კრიტიკული შემფასებელია, სიტყვაძუნწიც კი, როცა საქმე ჩემს შეფასებას ეხება. ჩემი მთავარი თანამოაზრე და მხარდამჭერია, თუმცა ყველაზე ნაკლები ქათინაური სწორედ მისგან მესმის. შესაბამისად, მისი შესაფება, შენიშვნა, თუ რჩევა ყოველთვის საინტერესოა.

როდის მიიღო ტელევიზიის შეცვლის გადაწყვეტილება როდის მიიღეთ და რა განსხვავებაა მუშაობის რეჟიმს შორის?
,,მოამბეში" თითქმის შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ მე უკივე მეორე თვეა ,,კურიერის" გუნდის წევრი ვარ. ძალიან მომწონს ეს ცვილება და სიახლე ჩემს ცხოვრებაში. როგორც ჩემთვის ძალიან ავტორიტეტულმა ადამიანმა მითხრა, უცხო ორგანიზმივით არ ვარ ,,კურიერში" და თუ ეს უცხო თვალითაც ასე ჩანს, ძალიან მიხარია. ,,მოამბეში" ბევრი ჩემი მეგობარია , მათ წარმატებას ვუსურვებ. ,,რუსთვი 2" კი ტელევიზიაა, რომელშიც ჟურნალისტმა ერთხელ მაინც უნდა იმუშავო. ეს კარგად აწყობილი, შეკრული, ერთ გუნდად მომუშავე პროფესიონალთა გუნდია, ყველა რგოლი მაღალი დონის სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ყველამ იცის თვისი საქმე და თან ძალიან სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ხარ არხზე, რომელსაც ყველა უყურებს.

ოჯახის ყველაზე მთავარი წევრი ევგენია კეპულაძე...
ევგენიაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. ჩემთვის სამყარო მის გარშემო ბრუნავს, ჯერ ორი წლისაც არაა, ახლა სწავლობს ყველაფერს და მე თითქმის ყველაფერი გამოვტოვე, ვერ ვხედავ მის ახალ-ახალ რეაქციებს მოვლენებსა და საგნებზე, ეს დიდი დანაკლისია ჩემთვის. ორი თვის იყო, სამსახურში რომ გავედი. ძალიან განვიცადე, მაგრამ მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, რომ ქალი ვერ დადგები არჩევანის წინაშე - ოჯახი თუ სამსახური, ამის უფლება არ გაქვს, ეს მცდარი არჩევანია. ორივე გინდა და ორივეს უნდა ეყო. მაქსიმალისტი ვარ ბუნებით და პირველ რიგში, საკუთრი თავის მიმართ.
ჟურნალი ,,რეიტინგი"
ნინო გიგიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






