ბოლოს ასეთი ინციდენტი მოხდა ზუგდიდში, როდესაც ოპოზციური პოლიტიკური პარტიის ""ნაციონალუირ მოძრაობის"" მიერ პრაიმერის ჩატარებისას პირველი არხის ზუგდიდის კორესპონდენტიც კი დაშავდა.
შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა თან დაგმეს და თან გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნიეს.
IPI-Gეორგია მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს წინასაარჩევნო გარემოში მედიის უსაფრთხო მუშაობა. თუ პოლიტიკურ პროცესზე მსგავსი ძალადობა გაგრძელდება და ხელისუფლება არ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებსა და უფლებებს მოძალადეთა შესაკავებლად, მაშინ მედია თავისთავად იქნება იმავე ძალადობის მსხვერპლი.
მედიის უსაფრთხო და დაუბრკოლებელი მუშაობა წინასაარჩევნო გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი პროცესის წარსამართად.
მასალის გამოყენების პირობები






