New York Times-ში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ჯონ შვარცის (John Schwartz) სტატია სათაურით "ბლოკჩეინი თუ სიბრიყვე? Bitcoin-მანია მორწმუნეები და სკეპტიკოსები" (Blockchain or Blockheads? Bitcoin Mania - Believers and Skeptics), სადაც ავტორი კრიპტოვალუტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე საუბრობს. გთავაზობთ მის შემოკლებულ თარგმანს.
"ხანდახან ცხოვრება გვაჩვენებს, რას ნიშნავს აბსურდი. მე ვსაუბრობ ფენომენზე, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "ბიტკოინი", ფულადი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია გამოთვლებზე, რთულ ალგორითმებზე და - საერთო გაუგებრობაზეა დამყარებული.ამ ფულის შესახებ ბევრს სმენია, ეს არის ციფრული ტოკენები, რომელიც უსაფრთხოდ შეგიძლიათ გადააგზავნოთ კომპიუტერიდან კომპიუტერში, ხოლო ჩანაწერები მის შესახებ ინახება ონლაინ-აღრიცხვის სისტემა blockchain-ში.
დღეისთვის მილიონობით ადამიანს აქვს ანგარიშები Coinbase-ში, ციფრული ვალუტის წამყვან ბაზაში, ხოლო ბაზარზე შექმნილმა აჟიოტაჟმა მისი კურსის ზრდა გამოიწვია. 2017 წლის დასაწყისში თქვენ შეგეძლოთ ბიტკოინში 1000 დოლარი აგეღოთ, ხოლო წლის ბოლოსთვის - 20 000.
კი მაგრამ რაშია საქმე? - იკითხავთ თქვენ.
მე ამ კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ - რა იცით თქვენ ტიტების შესახებ?
დიახ, მე ვგულისხმობ ჰოლანდიურ ტიტებზე აჟიოტაჟურ მოთხოვნას, რომელიც 1636-37 წლებში მოხდა. (ტიტებზე ფასების კატასტროფული ზრდის (1000 გულდენი ერთ ბოლქვში) შემდეგ, "გადახურებული" ბაზარი უცბადვე გასკდა და მყიდველ-გამყიდველების მრავალწლოვანი სასამართლო დავა და მასიური გაკოტრებები გამოიწვია. ეს მოვლენა სასაქონლო ბირჟის პირველ კრახად, "საბირჟო საპნის ბუშტად", არის მოხსენებული. "ნიუპოსტის შენიშვნა).
ასევე - "სპეკულაციურ საპნის ბუშტს", რომელმაც 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახი და კრიზისი გამოიწვია.
ვგულისხმობ ე.წ. "dot-com ბუმს" - კრიზისს, რომელმაც მსოფლიო 90-იანი წლების ბოლოს შეარყია. გახსოვთ, ამ უკანასკნელის დროს, როგორ გვარწმუნებდნენ, რომ წამყვანი ტექნოლოგიები საქმიან ციკლს შეცვლიან? (ინტერნეტ ბაზრისადმი გაზრდილმა ინტერესმა უამრავი ინტერნეტფირმა წარმოშვა, რომლებიც სესხებსა და ინვესტიციებს დაბალ პროცენტებში მოიპოვებდნენ ნებისმიერი პროექტისათვის, რომელიც ინტერნეტს ეხებოდა. მრავალი ფირმა სიტყვა "იმტერნეტს" ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათადაც იყენებდა. ეს ყველაფერი 2000 წლის მარტში NASDAQ-ის ინდექსის ვარდნითა და ინტერნეტთან დაკავშირებული ასობით ფირმის გაბანკროტებით დასრულდა "ნიუპოსტის შენიშვნა). კარგი დრო იყო არა? არცერთი ბუშტი არ არის იმდენად დიდი, რომ არ გასკდეს!
"ბუშტის" ნიშნები ყველგან არსებობს ბიტკოინების სამყაროში. კომპანიები ცდილობენ მეტი მოიხვეჭონ იმის მეშვეობით, რომ "ცოტაოდენი ბიტკოინის მტვერი დაიყარონ". მაგალითისთვის ავიღოთ კომპანია Long Island Iced Tea, რომელიც ჩაის აწარმოებს. ფასი მის აქციებზე თითქმის გაორმაგდა იმის გამო, რომ მან ერთი თვის წინ სახელი და... «Long Blockchain Corp.» დაირქვა. კომპანიის განცხადებაში განცხადებული იყო, რომ იგი blockchain ტექნოლოგიების ყველა სიახლეს თანსდევს. ეს ისე ჟღერს, თითქოს მათ მიერ წარმოებული ჩაი უფრო კოფეინიზებულია, ან თითქოს ხალხი მხარს უჭერს ამ სხვა სახის Long Island Iced Tea-ს.მე დავუკავშირდი ქრისტიან დეის, სირაკუზის უნივერსიტეტის პროფესორს, რომელმაც განაცხადა, რომ ტიტებით გატაცებისა და ბიტკოინების შედარება არასამართლიანია ტიტების მიმართ - "ჰოლანდიელები არ იყვნენ ისეთი გიჟები, როგორც მათ წარმოაჩენენ. პირველ რიგში, ტიტას ბოლქვები რეალური იყო, ხოლო ჰიბრიდული ბოლქვები, რომლებიც სპეკულაციის საგანი გახდა, საკმაოდ ფასობდა. ამასთან, ხალხი, რომელიც ტიტებით ვაჭრობით იყო დაკავებული, კარგად იცნობდნენ მებაღეობას. რაც შეეხება თანამედროვე "ტექნოტირტებს", მე არ ვფირობ რომ იქ რაიმე რეალური არსებობს".
ყველაზე დიდი სკეპტიკოსები - კრიპტოგრაფიისა და კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტები აცხადებებენ, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ არასრულყოფილია და "ეს არის ლაბორატორიული ექსპერიმენტი, რომელმაც ველურ ბუნებაში შეაღწია. რთულია ენდო ვალუტას, სრული რწმენითა და კრედიტით, რომელიც დამოკიდებულია კომპიუტერულ უზრუნველყოფაზე, რომელსაც ყოველთვიურად განახლება სჭირდება".
მეორე ექსპერტმა ტვიტერში დაწერა, რომ კრიპტოვალუტა ერთგვარად აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩვენ მოგვწონს მითებში, რელიგიურ ფანატიზმში და აშ.
ოო, ვალუტის ბიჭებო! თქვენ შეიძლება დამწვრობისთვის ძალიან ძვირადღირებული მალამოები იხმაროთ.
* * *
მეორე აზრის მოსასმენად - მე მიუკერძოებლობაზე ვსაუბრობ! - ჯიმ ჰარპერს ვესაუბრე, რომელიც ბიტკოინ-ფონდის საბჭოში მუშაობდა და აცხადებს, რომ ბიტკოინი გვპირდება გადახდის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელსაც ადამიანი განმარტოებითა და უსაფრთხოდ გამოიყენებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. იგი ირწმუნება, რომ ბიტკოინის მთავარი ღირებულება ვაჭრობაში იქნება და არა სპეკულაციაში, თუმცა ჯერ ეს შეუძლებელია, მისი ფასი ძალიან მერყევია. თუმცა, მისი აზრით, კრიპტოვალუტას ვეღარ გამოიყენებენ არაკანონიერი ვაჭრობაში, როგორც ეს რამდენიმე ხნის წინ მოხდა. რაც შეეხება ტიტებს, მან მიპასუხა - "იცინე რამდენიც გინდა, კრიპტოტიტები მილიარდები ეღირება!"
აქვე მე აღმოვაჩინე, რომ კრიპტოვალუტის რევოლუციამ ჩემს ოჯახამდე მიაღწია. ერთ დღესაც ჩემმა 22 წლის ვაჟმა შემომჩივლა, რომ რამდენიმე დღის წინ ბიტკოინის ყიდვა უნდოდა და ფაქტიურად ფული დაკარგა. ეს მისი პირადი ფული იყო და ამიტომაც მშობლებმა ვერაფერი შევნიშნეთ. მე ვკითხე, რატომ ეცადა ის ბიტკოინში ინვესტირებას, რაც ადრე არ აინტერესებდა. მან მიპასუხა, რომ არაფერი იცოდა ბიტკოინით სპეკულირების შესახებ. ამასთან მისი პასუხი სრულად დაემთხვა ჯიმ ჰარპერის პასუხს - იგი აპირებდა ბიტკოინის გამოყენებას ისეთ მიმწოდებლებთან, რომლებიც არ იღებენ საბანკო ბარათებსა და PayPal-ს: "მე პორნოს ყიდვა მინდოდა იაპონიიდან".მე გამიხარდა, რომ მან სიმართლე მითხრა, მაგრამ მინდოდა მეტი გამეგო კონკრეტული ტრანზაქციის შესახებ. ვაჟმა მითხრა, რომ იგი სრულად მიჰყვებოდა ინსტრუქციებს, შექმნა "საფულე", შევიდა ბირჟაზე, სადაც შეიყვანა უამრავი პირადი ინფორმაცია და იყიდა ბიტკოინის 0,005 (ეს ყველაზე მცირე წილია, რისი ყიდვის უფლებაც გაქვთ საიტის მეშვეობით) 70 დოლარად. მაგრამ შემდეგ გაურკევეველი მიზეზის გამო ვეღარ მიაღწია თანხამდე და ყურები ჩამოყარა. მე ვუთხარი, რომ გული არ დასწყვეტოდა და ჩაეთვალა, რომ მან ეს ფული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად გადაიხადა.
ამ საუბრის პარალელურად ჩემი შვილი თავის ნოუთბუქს აწვალებდა და უცებ წამოიყვირა - ვაუ, შევედი. როგორც ჩანს დამშვიდებულ გონებაზე ყველაფერი ზუსტად გააკეთა.
- შედეგი? - ვიკითხე ფრთხილად... "მე ახლა 0,00545679 ბიტკოინი მაქვს, რომელიც ამჟამად 96 დოლარს უდრის". რამდენიმე დღეში, სანამ მისი ბიტკოინი დაბლოკილი იყო, ჩემი ვაჟის თანხამ მესამედით მოიმატა!
უყურე შენ! სუფთა პროცენტულ გამოსახულებაში მისი მცირე ინვესტიციამ მეტი შედეგი მოგვცა, ვიდერ ჩემმა 401 000-მა მთელი წლის მანძილზე.ახლა მე ვცდილობ მოვიფიქრო, როგორ ვიშოვო ამაზე ფული, ბიტკოინის ყიდვის გარეშე. ეს ის ბაზარია, რომელიც მომნუსხველია ჩემნაირი სულელისათვის, თუმცა, წლებმა ბევრი რამ მასწავლა და სანამ ამ ახალ "ცხელცხელ" საგანს გემოს გავუგებ, იგი უკვე ძველი და ცივი იქნება. მე ვარ ბაზრის შემქმნელი, ლუზერი, რომელიც ეხმარება გამარჯვებულის შექმნას.
თუ ამის მაგივრად, უბრალოდ წავიდე Long Island Iced Tea-ს გზით და ჩემი სახელი ახლით შევცვალო - ბლოკჩეინ შვარცით. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია! ვფიქრობ მომავალი სტატიები დაშიფრული სახით დავწერო და blockchain-ით გამოვაქვეყნო. ეს, სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ მას არავინ წაიკითხავს. თქვენ მეტყვით, რომ მაინც არავინ კითხულობს ჩემს ნაწერებს! თქვენ შეგიძლია იყოთ უმოწყალო მკითხველი. მაგრამ მე ვამბობ, რომ განსაკუთრებულობა და უსაფრთხოება, რომელიც ჩემს კრიპტოპროზაშია ჩანერგილი, ყველა სტატიის ფასს გაზრდის...
სანამ მე ჩემს პაროლებს არ დავკარგავ!"
მასალის გამოყენების პირობები






