ეს პოლიტიკური საქმეა, ჩემს გაჩუმებას ცდილობენ - სააკაშვილი საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის სასამართლოზე
მსოფლიო - 16:42, 13 Jan, 2018     2613
კიევში დღეს საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თემურ ნიშნიანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. მას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო და ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით ეს საქმე შეთითხნილია, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ამ საქმით უკრაინის ხელისუფლება მის შეჩერებას ცდილობს.

"მე გამაფრთხილეს, რომ მას დააპატიმრებდნენ და აი, აპატიმრებენ კიდევაც. მე ჩემს მორალურ ვალდებულებად ვთვლი ამ ადამიანს მხარი დავუჭირო, ვინაიდან ვიცი, სად არის ძაღლის თავი დამარხული. ის საერთოდ არაფერ შუაშია. მთელი ისტორია მე მეხება და ჩემს გაჩუმებას ცდილობენ.

თემურ ნიშნიანიძეს, საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, რომელიც ოდესაში მეხმარებოდა, შვიდი წლის წინანდელი "საქმის" გამო აპატიმრებენ, როდესაც მას დიპლომატიური იმუნიტეტი ეხებოდა.

იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს საქმე საერთოდ შეთითხნილია, მისი გასამართლება ვენის 1961 წლის კონვენციისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული დარღვევაა, მაგრამ ვარცლთან მიმჯდარი ქურდებისა და ორსნებისათვის კანონები არ არსებობს," - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე.

თემურ ნიშნიანიძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისება, შეთქმულება და არაკანონიერი შემოსავლების გათეთრება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42