ვიქტორია ბექჰემი სამართლიანად ითვლება ერთერთ ყველაზე პოპულარურ პერსონად მოდის სამყაროში. ამასთან, სხვებისგან განსხვავებით, იგი არ ცდილობს თავისი სხელულის ლამაზი ნაწილების გაშიშვლებას, რატა ყურადღება მიიპყროს. იგი იცვამს ისე, როგორც ეს 40-ს გადაცილებულ, მრავალშვილიან დედას შეეფერება და ამით მისი სტილი სრულიადაც არ ზარალდება - თუ მას მაცდუნებელი ეფექტის მოხდენა სურს, ის ამას მოშიშვლებული სამოსის გარეშეც შესანიშნავად ახერხებს.
თუმცა, ვიქტორიას უყვარს ელეგანტური სამოსი, ყოველდღიური საჭიროებისათვის იგი საკმაოდ უბრალო ტანსაცმელს ირჩევს - მთავარია ის მოხერხებული იყოს. მისი შემხედვარე ნამდვილად იტყვის ადამიანი, რომ ქალს შეუძლია მიმზიდველი და სასურველი ყველა სახის ტანსაცმელში იყოს.

მოულოდნელად 2017 წლის შემოდგომაზე ვიქტორია გამჭვირვალე ბლუზით შეამჩნიეს, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ - ღრმად ჩაჭრილ წითელ კაბაში, საცვლების გარეშე.
ვიქტორიას არასდროს ჰყვარებია ბიუსჰალტერი, ახლა მან ისინი მკერდზე მისამაგრებელი ბუდეებით შენიშნეს, რაც ფოტოკამერების მეშვეობით გამოვლინდა. ასეთი გამომწვევი ტანსაცმელი ბექჰემმა უკანასკნელ ხანს რამდენჯერმე გამოიყენა...
რას ნიშნავს ეს, ამით იგი საკუთარი თავის შეხსენებას ცდილობს, თუ სტილს იცვლის და უფრო "ღიას" ირჩევს?
თუმცა, ეს არაა მთავარი - ერთი რამ ცხადია, ვიკის შესანიშნავი გემოვნება აქვს და მას "ყველაფერი უხდება"...






მასალის გამოყენების პირობები






