„საპარტნიორო ფონდს“ საქართველოში საფრანგეთის ელჩი ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:58, 12 Jan, 2018     1441
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე მიღო. საქმიან შეხვედრას ქართულ-ფრანგული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი სოფია გოძინა და ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა საფრანგეთის ელჩს ფონდის ფუნქცია, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნო, ასევე, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ-ფრანგული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ფრანგული მხარე საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება და ქვეყნის ინფრასტრუქტურის, მძიმე ინდუსტრიის, წარმოების, მრეწველობისა და ტურიზმის სექტორებში ფრანგული კაპიტალის გააქტიურების სურვილს გამოთქვამს.

„საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობით, საფრანგეთი გერმანიასა და იტალიას ჩამორჩება. ჩვენი სურვილია, თქვენს ქვეყანაში ფრანგული კაპიტალი გააქტიურდეს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთუიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს,“ განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

„საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური კავშირები ვითარედება. საქართველომ შეძლო, როგორც აზიისთვის, ასევე ევროპისთვის ერთნაირად საინტერესო ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი, ლიბერალური ბიზნეს გარემო და თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, სადაც განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმებია, ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია. საქართველოსა და მსოფლიოს უდიდესი ბაზრების მქონე ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ამოქმედებამ ევროპელი და აზიელი ინვესტორებისთვის საქართველოში წარმოების დაწყება კომერციულად მომგებიანი გახადა. „საპარტნიორო ფონდს“ ევროპულ კომპანიებთან ერთად, წარმატებული პროექტების მდიდარი გამოცდილება აქვს. მივესალმებით საქართველოში ფრანგული კაპიტალის კიდევ უფრო გააქტიურებას და მზად ვართ ფრანგულ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობისთვის,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს და მიმდინარე წლის დასაწყისში უმსხვილეს ფრანგულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრები დაგეგმეს.

მოადგილე ნათია თურნავა საქმიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პეკინში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურ ასამბლეასა და თანამშრომლობისა და განვითარების კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორი წლის იუბილეს მიეძღვნა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, ბიზნესის, ფინანსური წრეებისა და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრო.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელებაში. აქცენტი გააკეთა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ, რომელიც საქართველოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გააჩნია. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს და მიმზიდველ ბიზნეს გარემოს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პოტენციურ ინვესტორებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, სტრატეგია და განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა ტრანსნაციონალური ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნების ნაციონალურ კომერციულ ასოციაცებზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია მსოფლიოს 70 ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების 90 წარმომადგენელს აერთიანებს, რომლებსაც საერთო ინტერესი და პასუხისმგებლობები აქვთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42