პუტინის ბოლო გამოსვლებში პოროშენკოსადმი კეთილგანწყობა შეიმჩნევა - რუსი პოლიტოლოგები
მსოფლიო - 17:50, 12 Jan, 2018     2672

რუსი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ ხანებში, პრეზიდენტი პუტინი უკრაინისა და მისი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიმართ გარკვეულ თანაგრძნობის დემონსტრირებას ავლენს, თუმცა, ერთგვარი რბილი ირონიის აქცენტით.

11 იანვარს პუტინმა პოროშენკოს მალდივის კუნძლებზე დასასვენებლად გამგზავრების გამამართლებელი კომენტარი გააკეთა - "ვერაფერს საგანგაშოს ვხედავ, რომ სახელმწიფოს მეთაური ოჯახთან ერთად დასასვენებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა, მით უმეტეს, რომ პოროშენკო მდიდარი ადამიანია".

ამას მოჰყვა პუტინის განცხადება, რომ რუსეთი მზადაა, ყირიმში ჩარჩენილი სამხედრო ხომალდები და ტექნიკა უკრაინას დაუბრუნოს.

ამავე დღეს პუტინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სავაჭრო ტვირთბრუნვა გაიზარდა და გამოთქვა იმედი, რომ დონბასის პრობლემის მოგვარების შემდეგ, უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდება,

ამ სამ განცხადებას პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა "პრეზიდენტის კეთილი ნების გამოხატვა" უწოდა.

ეს განცხადებები კეთდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პოროშენკოს უარი უთხრეს ახალ დაფინანსებაზე, რაც რთულ სიტუაციაში აგდებს მას, - აცხადებენ რუსი პოლიტოლოგები და მიიჩნევენ, რომ უკრაინის მოქმედმა ლიდერმა შესაძლოა წინამორბედის ბედიც გაიზიაროს.

"თუმცა აქ ერთი ფაქტორიც შეინიშნება - პუტინი პოროშენკოს მიმართ კეთილგანწყობასაც ავლენს და ცოტათი ტონში ირონიასაც ურევს," - აცხადებს რუსეთის ეროვნული სტრატეგიების ინსტიტუტის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი მიხეილ რემიზოვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42